ჰაკერებმა ფეისბუქის 81 ათასი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გასაყიდად განათავსეს
როგორც ჩანს, ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს და გამოაქვეყნეს ფეისბუქის 81 ათასზე მეტი მომხმარებლის პირადი შეტყობინებები.
როგორც დამნაშავეებმა BBC-ის რუსულ გამოცემას უთხრეს, მათ 120 მილიონი მომხმარებლის ანგარიშებიდან აქვთ ინფორმაცია მოპარული, რომელთა გაყიდვასაც აპირებენ. ეს ინფორმაცია მათ, სავარაუდოდ, ბრაუზერის დავირუსებული ექსთენშენების საშუალებით მოიპოვეს.
ფეისბუქი აცხადებს, რომ მისი სისტემების უსაფრთხოება არ დარღვეულა და მომხმარებლების დასაცავად კონკრეტული ზომები უკვე მიიღო.
ვინ დაზარალდა?
BBC-ის ცნობით, დაზარალებული მომხმარებლების დიდი ნაწიუკრაინიდან და რუსეთიდანაა. თუმცა, გატეხილია ამერიკელი, ინგლისელი, ბრაზილიელი და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მომხმარებლების ანგარიშებიც.
ჰაკერები თითო ანგარიშს 10 ცენტად ყიდდნენ, თუმცა მათი რეკლამა საიტებიდან მალევე აიღეს.
კიბერუსაფრთხოების კომპანიის Digital Shadows-ის წარმომადგენელმა BBC-ის უთხრა, რომ ჰაკერებმა ფორუმზე 81 000-ზე მეტი პროფილი განათავსეს იმის დასამტკიცებლად, რომ მათ ინფორმაციებზე წვდომა ჰქონდათ.
პირადი შეტყობინებების გარდა, მათ ჰქონდათ იმ მომხმარებლების ტელეფონის ნომრებსა და იმეილებზე წვდომა, რომლებიც კონტაქტის ამ ინფორმაციებს საკუთარ ანგარიშზე არ მალავენ.
გამოქვეყნებულ პირად შეტყობინებს შორის იყო სურათები სადღესასწაულო ღონისძიებიდან, ინტიმური შინაარსის მიმოწერა შეყვარებულებს შორის, უკმაყოფილება სიძეზე და Depeche Mode-ის კონცერტის შესახებ საუბარი.
ერთ-ერთი ვებგვერდი, რომელზეც პირადი ინფორმაციები გამოქვეყნდა, სანქტ-პეტერბურგშია შექმნილი. მისი IP მისამართი Cybercrime Tracker-ის სიაშია შეტანილი, როგორც ვირუსების გამავრცელებელი. ის ავრცელებს ვირუსს სახელად LokiBot Trojan, რომლითაც მომხმარებლების პაროლებზე იღებს წვდომას.
BBC დაუკავშირდა ხუთ რუს ფეისბუქ მომხმარებელს, რომელთა პირადი მიმოწერაც გამოქვეყნდა. მათ დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად მათი დაწერილი იყო.
რას აკეთებს Facebook?
ფეისბუქის წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია უკვე დაუკავშირდა ბრაუზერების შემქმნელებს და ვირუსული ექსთენშენების ონლაინ მარკეტებიდან ამოღება სთხოვა, რაც შესრულებულია:
"ჩვენ ასევე დავუკავშირდით სამართალდამცავ ორგანოებს და მათ ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომლებსაც მოვთხოვეთ, რომ წაშალონ ის საიტი, სადაც ფეისბუქის გატეხილი ანგარიშების ინფორმაციაა წარმოდგენილი".
ფეისბუქზე კიბერშეტევის შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი, როცა ჰაკერმა, ნიკნეიმით FBSaler ინგლისურენოვან ონლაინ ფორუმზე პოსტი გამოაქვეყნა:
"ჩვენ ფეისბუქის მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაცის ვყიდით, რომელიც 120 მილიონი მომხმარებლის ანგარიშებიდან გვაქვს აღებული".
28 სექტემბერს მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქზე კიბერშეტევა დაადასტურა. უსაფრთხოების მიზნით, კომპანიამ დაახლოებით 90 მილიონი ადამიანის ანგარიშის პროგრამული გასაღები გაანულა, რამაც მომხმარებლები საკუთარი ანგარიშიდან გამოაგდო. კიბერშეტევას იძიებს FBI.
ვისი ბრალია?
Chrome-ს, Opera-სა და Firefox-ს საკუთარი ონლაინ მაღაზიები აქვთ, სადაც მომხმარებლებს ბრაუზერებისთვის ექსთენშენების, თამაშების და თემების შეძენა შეუძლიათ.
ამის შემდეგ, პატარა აიქონი ჩნდება URL მისამართის გვერდით, რომელიც ელის, როდის დააკლიკებ. ფეისბუქის მიხედვით, ერთ-ერთი ექსთენშენი "მსხვერპლთა" აქტივობებს "მშვიდად ადევნებდა თვალს" და შემდეგ პერსონალურ ინფორმაციასა და პირად შეტყობინებებს ჰაკერებს უგზავნიდა.
ფეისბუქი არ ასახელებს ამ ექსთენშენების დასახელებას, თუმცა დასძენს, რომ ინფორმაციის გაჟონვა კომპანიის ბრალი არაა.
დამოუკიდებელმა კიბერ-ექსპერტებმა BBC-ის განუცხადეს, რომ თუ ონლაინ შეტევა ნამდვილად ექსთენშენების საშუალებით განხორციელდა, პასუხისმგებლობის წილი ბრაუზერების დეველოპერებსაც ეკისრებათ, რადგან თვალყური არ ადევნეს იმ პროგრამებს, რომლებიც მათ ონლაინ მაღაზიებზე გამოქვეყნდა.
ცუდი წელი ფეისბუქისთვის
BBC-ის ჟურნალისტი ანდრეი ზახაროვი წერს, რომ ონლაინ ფორუმზე ინფორმაციის განმთავსებელს მითითებულ მეილზე მისწერა, თითქოს დაინტერესებული იყო ორი მილიონი ანგარიშის ინფორმაციის ყიდვით.
შემდეგ კი ჰკითხა, ჰქონდა თუ არა კავშირი კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალთან ან ფეისბუქის უსაფრთხოების პრობლემასთან, რომელზეც სექტემბერში გავიგეთ.
ინგლისურ პასუხში პირმა, ვინც თავს ჯონ სმიტს უწოდებდა, თქვა, რომ ინფორმაციის გაჟონვასთან კავშირი არ ჰქონია, მისი ჰაკერების ჯგუფი კი 120 მილიონ მომხმარებელზე პირად ინფორმაციას ფლობს, მათგან 2,7 მილიონი კი რუსია. ჰაკერმა ასევე უარყო კავშირი კრემლთან.
Digital Shadows-ის თქმით, რომ ჰაკერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საეჭვოა, რადგან ფეისბუქს ასეთი დიდი გარღვევა უსაფრთხოებაში არ გაეპარებოდა.
2018 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Cambridge Analytica პოლიტიკური რეკლამისთვის ფეისბუქის მომხმარებლების პირად ინფორმაციას აგროვებდა. როგორც შემდეგ გაირკვა, კომპანიამ 87 მილიონი ადამიანის პირად მონაცემები შეაგროვა.
ფეისბუქმა ინფორმაციის გაჟონვა აღიარა და განაცხადა, რომ მასშტაბურ რეორგანიზაციას იწყებდა, რაც ძირითადად ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას შეეხებოდა. ფეისბუქის სკანდალის შემდეგ, კემბრიჯ ანალიტიკა გაკოტრდა და საქმიანობა შეტყვიტა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები