ჰინცი: აშშ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე, საქართველომ საკუთარი ძალა უნდა გამოაჩინოს
შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. ურთიერთობის გაფუჭებამ პირდაპირი გავლენა იქონია თურქეთის ეკონომიკაზე. უარყოფით ეკონომიკურ გავლენასთან ერთად, ამერიკა-თურქეთს შორის დაძაბულობა, საქართველოს რთულ პოლიტიკურ მდგომარეობასაც უქმნის. როგორ შეიძლება ნატოს ორ მოკავშირეს შორის კრიზისის დაძლევა და რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ დინამიკაში საქართველომ? ამ თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ლიზელ ჰინცს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს ესაუბრა.
ლიზელ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ამერიკა-თურქეთის ურთიერთობაში საკმაოდ უჩვეულო ვითარებაა. მოკლედ რომ გვითხრათ, რა ხდება?
მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, რომ დღევანდელი სიტუაცია უპრეცედენტოა. ამერიკას და თურქეთს - მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნატოს ალიანსის წევრია - არაერთი სერიოზული უთანხმოება ჰქონიათ წარსულში. მაგალითად, 1974 წელს თურქეთის შეჭრა კვიპროსში, 2003 წელს თურქეთის მიერ ამერიკისთვის დახმარების გაწევაზე უარის თქმა ერაყის ომის დროს. მაგრამ ის რაც დღეს ხდება, უპრეცედენტოა - ნატოს მოკავშირეების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, სავაჭრო ომი და მკაცრი რიტორიკა.
თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე კრიზისი, სინამდვილეში, ამერიკელი მღვდლის დაკავებას პირდაპირ არ უკავშირდება. თურქეთის ეკონომიკა უკვე დიდი ხანია პრობლემებს განიცდის. სწორედ ამიტომაც გადმოიტანა პრეზიდენტმა ერდოღანმა არჩევნები 2019 წლის ნოემბრიდან წელიწადნახევრით ადრე. მას უნდა კრიზისს გაექცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისი გადალახულია.
ანუ, ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, შეიქმნა პოლიტიკური პრობლემა, რომელიც ერდოღანის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების ისეთმა კონსოლიდაციამ გამოიწვია, რომ თურქეთისთვის დემოკრატიის დარქმევა უკვე რთულია. ამ ყველაფერს ზედ ერთვის ორი ლიდერის მხრიდან სიტუაციის განმუხტვის სურვილის არქონა.
ანუ, იმას ამბობთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი პრეზიდენტ ტრამპს თურქეთში ნაციონალისტური განწყობების გასაღვივებლად იყენებს?
დიახ, მას ამაში დიდი გამოცდილება აქვს და თან კარგად გამოსდის. ამის კარგი მაგალითი 2013 წელს თურქეთში გარემოს დაცვის აქტივისტების მიერ დაწყებული დემონსტრაცია იყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანის წინააღმდეგ ეროვნულ პროტესტში გადაიზარდა. იმის ნაცვლად, რომ ერდოღანს მაშინ ხალხის წუხილისთვის მოესმინა, მან დემონსტრაციების მოწყობაში უცხოური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ებრაული ლობი დაადანაშაულა. საბოლოო ჯამში კი, ყველაფერში ამერიკა დაადანაშაულა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში ძლიერი მუსლიმური სახელმწიფოს არსებობა არ სურს.
ახლა კი ის ხდება, რომ ტრამპი თავისი ტვიტერის გზავნილებითა და რიტორიკით, ერდოღანის ამ განცხადებებს უნებლიეთ ადასტურებს და მას იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ ამერიკას თურქეთისთვის ზიანის მიყენება სურს.
ეს ძალიან წააგავს პრეზიდენტ პუტინის თამაშის წესებს.
ეს ძალიან საინტერესოა. ავტორიტარულ ლიდერებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ. ისინი მედიის გარიყვას ცდილობენ - რასაც სხვათა შორის, პრეზიდენტი ტრამპიც აკეთებს, ახდენენ ოპოზიციის დისკრედიტაციას და შიდა პრობლემებს გარე ძალებს აბრალებენ.
თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთმა რუსეთისგან ეს-400 სარაკეტო სისტემის ყიდვა გადაწყვიტა და სირიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი უთანხმოებები აქვს ნატოს მოკავშირეებთან.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. გიულენის ექსტრადიცია ან მოძღვარი ბრენსონის გათავისუფლება უფრო ზედაპირული საკითხებია. მთავარი, ჩემი აზრით, სწორედ ეს-400-ების [S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა] თემაა, რომლის ყიდვასაც თურქეთი რუსეთისგან გეგმავს. ეს იარაღი ნატოს სისტემასთან შეუთავსებელია და რუსეთს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში უახლესი ამერიკული გამანადგურებელი ეფ-35 [F-35] ტიპის თვითმფრინავები იქნება განლაგებული.
კრიზისიდან გამოსასვლელად ორივე ლიდერმა ღრმად უნდა ჩაისუნთქოს. ამერიკის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს დაანახოს, რომ მისი საქციელით ის მდგომარეობას მხოლოდ ართულებს. ტრამპის ტვიტების შედეგად ინვესტორები ფრთხებიან, რაც ლირაზე პირდაპირ მოქმედებს.
ერდოღანს სურს ამერიკას დაანახოს, რომ მშვიდი და კულისებში წარმოებული დიპლომატია ურჩევნია. სამართლიანები თუ ვიქნებით, ამერიკამ ეს ბევრჯერ სცადა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც აქ ვართ.
თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე დასკვნა რომ გავაკეთოთ, საბოლოო ჯამში, ვითარების განმუხტვა მაინც პრეზიდენტების, ამ ორი ინდივიდის ხასიათზეა დამოკიდებული? როგორც თქვენ აღნიშნეთ, ორივე ქვეყნის დიპლომატიური და სხვა სამთავრობო სისტემები კრიზისის დაძლევას ცდილობენ.
არ მინდა ლიდერების პერსონალურ მახასიათებლებს, გამოცდილებასა და ხასიათს დიდი ყურადღება მივაქციო. მაგრამ ვფიქრობ, ეს ფაქტორი არსებობს - განსაკუთრებით ტრამპის შემთხვევაში.
ამ ვითარებაში საქართველო რთულ სიტუაციაშია. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ანკარა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების დიდი მხარდამჭერია. მეორეს მხრივ, ამერიკა საქართველოს უახლოესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. ანუ, საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია ამ ორი მოკავშირის ერთმანეთთან დაპირისპირების გამო. რა შეიძლება გააკეთოს ამ პატარა ქვეყანამ ამ სიტუაციაში?
საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. დასავლეთი და განსაკუთრებით ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონში დემოკრატიის პოსტსაბჭოთა შუქურად აღიქვამდა. იგივე შეხედულება არსებობდა თურქეთზეც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, როცა თურქეთი სამაგალითო მუსლიმური დემოკრატია და ეკონომიკა იყო.
საქართველოსთვის, ვფიქრობ, ყველაზე დიდი საფიქრალი დღეს ის არის, რომ თურქეთი რუსეთისკენ ბოლომდე არ გადაიხაროს. დასავლეთთან დაპირისპირება, ვფიქრობ, დროებითია და ის ნატოს მოკავშირეებთან ღირებულებებში განსხვავებებს არ უკავშირდება. თურქეთი ცდილობს, ალიანსს დაანახოს, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც არ არის იმით შეზღუდული, თუ რა სურს მისგან დასავლეთს. თურქეთს ნატოში დარჩენა სურს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შავი ზღვაა. თურქეთი ისტორიულად დიდი სიფრთხილით აკვირდება შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერებას და ახლა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა.
საქართველო ფრთხილად უნდა დააკვირდეს თურქეთის მოქმედებებს, მაგრამ არ მგონია ეს სამუდამო ცვლილება იყოს. რუსეთს და თურქეთს არაერთი შეუთავსებელი უთანხმოება აქვთ - მათ შორისაა, მთიანი ყარაბაღიც, სადაც რუსეთი სომხეთს უმაგრებს მხარს, თურქეთი კი აზერბაიჯანს.
შეუძლია თუ არა საქართველოს კონსტრუქციული როლის თამაში ამ დაპირისპირების გადასაჭრელად ამერიკასა და თურქეთს შორის? ან არის თუ არა ეს პოლიტიკურად ხელსაყრელი დრო თბილისისთვის - ამ დაპირისპირების ფონის გათვალისწინებით - რომ საკუთარი მნიშვნელობა უკეთ დაანახოს დასავლეთს, სტრატეგიული მდებარეობის თუ სხვა ფაქტორების გამო?
ეს ძალიან საინტერესო თემაა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი თითქოს რუსეთისკენ შეტრიალდა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის დიდი გამოწვევებია. ვფიქრობ, ახლა ძალიან ხელსაყრელი დროა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიიდან და ამერიკასთან ახლო პარტნიორობიდან გამომდინარე, არამედ ცოტა ხნის წინ დაწყებული ტენდენციიდან გამომდინარეც, რომ პატარა ქვეყნების პოზიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხედეთ ყატარს, რომელიც თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.
ვფიქრობ, ეს იდეალური დროა, იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი თავი უფრო რელევანტური გახადოს და ყველას დაანახოს, რომ საქართველოს ხმას ძალა აქვს და რომ მას ყურადღება უნდა მიაქციონ.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
კომენტარები