მამუკა ბახტაძის სამთავრობო ხედვა 2018-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამა, "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" წარადგინა.
52-გვერდიანი პროგრამის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი უნდა შექმნას.
მამუკა ბახტაძის სამთავრობო ხედვა ხუთ ძირითად პრინციპს ემყარება:
- ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის სრული განხორციელება და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მნიშვნელოვანია ყველა სექტორში. მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო ვაჭრობა, განათლების სისტემის რეფორმა. ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარება და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ამ მიმართულებით ქართულ ოცნებას აქვს უდიდესი წარმატებები და ამ წარმატებას უფრო მეტად განმტკიცება და გაღრმავება სჭირდება.
- მთავრობა ყველა მიმართულებით გაატარებს ძირეულ ცვლილებებს და ინოვაციურ რეფორმებს. ამ რეფორმების შედეგად, მივიღებთ ეკონომიკის ისეთ მოდელს, დავამკვიდრებთ ისეთ სამართლიან თამაშის წესებს, რომლებიც აისახება თითოეულ ოთახზე, თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე. ამის შედეგად, დაიძლევა სიღარიბე და ეკონომიკური მდგომარეობის ჩამორჩენა დემოკრატიის მაღალ სტანდარტთან შედარებით. ამავე დროს, გაგრძელდება დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება და გაძლიერება.
- მცირე მთავრობის კონცეფცია. ქვეყანას სჭირდება მცირე, მოქნილი და ეფექტური ბიუროკრატია - სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი, მათ შორის ანტიკორუფციული კუთხით.
- განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია. განათლებული, მოტივირებული, სამეწარმეო სულისკვეთების მქონე, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა გახდება იმ მთავარი შედეგის მომტანი, რომელიც საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა შორის. შესაბამისად, განათლებაში ფუნდამენტურ რეფორმას და მასშტაბურ ინვესტიციებს მიენიჭება უმთავრესი პრიორიტეტი.
- ადამიანი და მასზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი ღირებულება. ამიტომ ყველა ძალისხმევა თუ ინიციატივა ორიენტირებული იქნება თითოეულ ადამიანზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე, მისთვის საკუთარ ქვეყანაში კეთილდღეობისა და თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობების მიცემაზე.
"აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო გახდება უალტერნატივო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დასაბრუნებლად", - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.
დროებითი მთავრობის მიერ მომზადებული სამთავრობო პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა;
- ძირეული და ინოვაციური რეფორმები;
- მცირე მთავრობა;
- განათლება და ახალგაზრდობა;
- ადამიანი და მასზე ზრუნვა;
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მდგომარეობა.
ძველი მთავრობის შემადგენლობას გაერთიანებულ კომიტეტებზე 19 ივნისს მთელი დღის მანძილზე მოუსმენენ. ძველი მთავრობისა და ახალი პრემიერის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება და უკვე სამი კვირის შემდეგ, მამუკა ბახტაძე განახლებულ მთავრობას წარადგენს.
-
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
კომენტარები