რაზე ილაპარაკა იენს სტოლტენბერგმა — აქცენტები
რა მოხდა: დღეს, 18 მარტს, საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვიდა. ის მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა, სადაც ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
რაზე ისაუბრა იენს სტოლტენბერგმა:
- სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა: სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
- "სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა" — თქვა სტოლტენბერგმა.
- ასევე, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ "აფასებს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ".
- შავი ზღვის უსაფრთხოება: გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური საკითხია როგორც საქართველოსთვის, ისევე ნატო-სთვის.
- "რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებული არის და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა", — განაცხადა სტოლტენბერგმა.
- სამომავლო გეგმები: სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს საუბარი ჰქონდათ [იენს სტოლტენბერგს და ირაკლი კობახიძეს] იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად.
- "ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული, იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში", — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
გარდა ამისა,
- თურქული სამხედრო ფრეგატი ბათუმში: სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ თურქული სამხედრო ფრეგატი ეწვია ბათუმის სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს.
- "ესაა იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო".
- კანდიდატის სტატუსი: სტოლტენბერგის თქმით, კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, "გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში".
- "თანამშრომლობის ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის, ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით", — თქვა მან.
- რეფორმები: გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
სტრიქონებს შორის: 14 მარტს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს შეახსენა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და თქვა, რომ "ახლო მომავალში" ჩამოვა.
ბოლო ხაზი: ნატოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება, ხოლო ხვალ, 19 მარტს, საქართველოდან ერევანში გაემგზავრება, სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები