რა ხდებოდა დღეს პარლამენტში სამუშაო შეხვედრისას, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით — მხარეთა კომენტარები
მოკლედ: დღეს, 29 იანვარს, საქართველოს პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
- შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობის პროცესი ფორმალიზებულია.
- საქართველოს პარლამენტის მიხედვით, შეხვედრაზე იმსჯელეს დეპოლარიზაციაზე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, საარჩევნო პროცესზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ანტიკორუფციულ ბიუროზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ.
- მსგავსი შეხვედრის ჩატარება ორ კვირაში დაანონსდა.
ვინ დაესწრო შეხვედრას:
- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი;
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე;
- საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები;
- გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
ამ თემაზე: 9 პირობა საქართველოს ბრიუსელიდან
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობოების გაერთიანება საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა და მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებში.
- "9 პირობა/დათქმასთან" დაკავშირებით საქართველოს ეროვნული პლატფორმა აქტიურად მუშაობდა და კვლავ განაგრძობს მუშაობას კონკრეტულ წინადადებებსა და ინიციატივებზე", — წერია საქართველოს ეროვნულმა პლატფორმას განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ, სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი მხოლოდ პლატფორმით ვერ შემოიფარგლება და სამუშაო ჯგუფების ფორმირება უნდა მოხდეს.
- "მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს სამუშაო ჯგუფები კომიტეტებთან. საკომიტეტო ღია განხილვები ისედაც ხდება, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო მეტი ჩართულობით. სამუშაო ჯგუფებში უფრო მუშა წესით იხილება ყველას წინადადება, საკომიტეტო მოსმენებისას ჯერ პარლამენტარებს ეთმობა დრო და შემდეგ — მესამე სექტორს, ამიტომ, სამუშაო ჯგუფებში მუშაობა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია", — ამბობს ნინო ჩხობაძე.
სტრიქონებს შორის: 2022 წლის აგვისტოში ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ორგანიზაცია ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) არ მიიწვია, რის შედეგადაც, არასამთავრობოების გაერთიანება პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციამ დატოვა. ეს ორგანიზაციებია: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).
გაიგე მეტი: ვინ მიიღო პარლამენტისგან მიწვევა 9 დათქმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე და ვინ — არა
შეხვედრის სხვა დეტალები: საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ პარტია ნაციონალური მოძრაობის, გირჩის, მოქალაქეების, სტრატეგია აღმაშენებლის და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები.
- შეხვედრას არ დაესწრო პარტია ლელო. პარტიის წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 30 იანვარს, 15:00 საათზე, ლელო საქართველოს პარლამენტში გაასაჯაროებს გეგმას თუ როგორ შეასრულებენ 9 რეკომენდაციას, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში.
- "ქართულმა ოცნებამ 18 თვე და მილიონობით ლარი დახარჯა არა რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში. ახლაც იმავეს ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას, დროის გაწელვას და 9 პუნქტის ჩაგდებას", — ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
კომენტარები შეხვედრის შემდეგ:
მაკა ბოჭორიშვილი: პარტია ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები არის შესაძლებლობა, უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განიხილონ საკითხები, რომელიც 9 ნაბიჯს უკავშირდება.
- ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც მისი თქმით, "არის საუკეთესო ფორმატი და შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში".
მიხეილ სარჯველაძე: პარტია ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი კი ამბობს, რომ სამუშაო ფორმატმა "გაამართლა, რადგან საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო". ის შეხვედრასთან დაკავშირებით შთაბეჭდილებას პოზიტიურად აფასებს.
- სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ლელოსთვის, რომელიც სამუშაო შეხვედრაზე არ მივიდა, პრიორიტეტულია "პროცესის დაზიანება, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესის გულშემატკივრობა, თუნდაც ამას ეწირებოდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესი".
თეონა აქუბარდია: პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, თუ ქართულ ოცნებას გასულ წელს არ უნდოდა სასამართლოს სრულფასოვანი რეფორმა, ეს მით უფრო არ ენდომება საარჩევნო წელს. აქუბარდია მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრა "პროცესის მოთელვაა" და მალე ქართული ოცნება პირდაპირ მზა კანონპროექტებს გაიტანს კომიტეტზე: "ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი რეკომენდაციაა, ვერ ვხედავ ხსნას, რადგან თავად პაპუაშვილმა დაიწყო წელი დასავლეთზე თავდასხმით", — ამბობს აქუბარდია.
იაგო ხვიჩია: პარტია გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესს ფორმალიზებული უწოდა. მისი თქმით, პარტია ქართულმა ოცნებამ თავადაც თქვა, რომ 9 პუნქტის შესრულებას ისევე "ბრწყინვალედ" აპირებენ, როგორც 12 პუნქტის შესრულების დროს იყო.
- ხვიჩია აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ჯერ მხოლოდ სამი პუნქტი გაიარეს.
"ცოტა იმედგაცრუებული ვარ. არ ვიცი, ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ადგომა და პარლამენტში მოსვლა", — თქვა მან და ისიც აღნიშნა, რომ გირჩი 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ბოლომდე იქნება ჩართული.
ალეკო ელისაშვილი: პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კი შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საარჩევნო წელს დეპოლარიზაციის არ სჯერა. დეპოლარიზაციის მოთხოვნა ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ მიცემული პირობიდან.
- "დეპოლარიზაციის შემცირებისთვის რაიმე გენიალური იდეები ისმის-მეთქი, რომ გითხრათ, არა, მაგრამ კარგია, რომ ვმსჯელობთ და სახეს არ ვაკაწრავთ ერთმანეთს", — თქვა მან.
დავით კირკიტაძე: ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მას ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს.
- "საბოლოო შეფასებისთვის საჭიროა, ფორმატებმა თავისი თავი ამოწუროს და საბოლოო შეფასება ასე გავაკეთოთ", — თქვა შეხვედრის შემდეგ.
მიხეილ დაუშვილი: პარტია საქართველოსთვის დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე ქართული ოცნებისგან ვერ მოისმინა კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ის საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმებთან დაკავშირებით აპირებს.
რომან გოცირიძე: ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის და მართლმსაჯულების რეფორმებზე "არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს".
- "პროცესში გამოჩნდება რამდენად არის შესაძლებელი ამა თუ იმ რეკომენდაციის შესრულება. ყვავს რომ კაკალს გააგდებინებ, ესეც საქმეა, მაგრამ მთლიანობაში არსებითი ცვლილებების გატარებას არ აპირებენ", — უთხრა მედიას რომან გოცირიძემ შეხვედრის თაობაზე.
გაიგე მეტი: ინტერვიუ ეკა გიგაურთან — საუბარი სამთავრობო გეგმაზე, ევროკომისიის დათქმების შესასრულებლად
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები