6 მიზეზი არაქისის კარაქის შესაძენად და შესაყვარებლად
არაქისის კარაქი საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ის უყვართ ბავშვებს, მოზარდებს და ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც კი საკმაოდ იზიდავს. თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოში დამზადებული ნატურალური არაქისის კარაქი.
არაქისის კარაქი რომ გემრიელი და ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ეს ქართველმა მომხმარებელმა, შეიძლება ითქვას, სულ ცოტა ხნის წინ გაიგო. აი, ამერიკასა და ევროპაში კი მიწის თხილის კარაქს დიდი ხანია, კარგადაც იცნობენ და აფასებენ კიდეც. განსაკუთრებით პოპულარულია არაქისის კარაქიანი ბუტერბროდები, რომლებიც სამართლიანად არის მიჩნეულია საუკეთესო ხემსად როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ეს გასაგებიცაა, თუკი მხედველობაში მივიღებთ ნატურალური არაქისის კარაქის ენერგეტიკულ და კვებით ღირებულებას. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ არაქისის კარაქს პრაქტიკულად ნებისმიერი ამერიკელის მაცივარში ნახავთ.
დღეს ბაზარზე არაქისის კარაქის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან წარმოების ტექნოლოგიით განსხვავდება: ამაში იგულისხმება არაქისის მარცვლების დაფქვის ხარისხი და ასევე, დანამატების არსებობა ან არარსებობით. არაქისის კარაქის დანამატებად ხშირად გამოიყენება, მაგალითად, ცუკატები (ციტრუსის დაშაქრული კანი), ქოქოსის ფანტელები, შაქარი, თაფლი, შოკოლადი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩილი (ცხარე წითელი წიწაკა) და ნიორიც კი. იხილეთ სატატია თუ რა განსხვავებაა ნატურალურ და მაღაზიაში განთავსებულარაქისის კარაქს შორის.
რაც შეეხება წარმოების ტექნოლოგიას, მოკლედ თუ ვიტყვით, არაქისის კარაქის მომზადება ასე ხდება: არაქისის მარცვლები სპეციალური აპარატით იფცქვნება; შემდეგ თანაბრად იხალება; მოხალული არაქისი გრილდება ჰაერის ნაკადით და სწრაფ რეჟიმში, რათა არ გამოშრეს; მოხალული მარცვლები იწმინდება კანისგან სპეციალურ ცენტრიფუგაში, შემდეგ იყრება დიდ კონტეინერში და იფხვნება; დაფხვნილი არაქისი სპეციალურ საფქვავში იფქვება ძალიან წმინდად და აქვე იწყება უკვე პასტის მომზადება. ამ პროცესში გამოიყოფა არაქისის ზეთი და რჩება ფაფუკი, კრემისებრი კონსისტენციის მასა, რომელიც უკვე არაქისის კარაქია. რეცეპტიდან გამომდინარე, შეიძლება მწარმოებელმა დაამატოს შაქარი, შოკოლადი, თაფლი, ნიორიც კი — ანუ ის, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.
გამზადებული არაქისის კარაქი ისხმება ქილებში, უკეთდება მარკირება, ეწყობა ყუთებში და მიეწოდება გასაღების პუნქტებს. არაქისის კარაქის ვარგისობის ვადაა 9-12 თვე დახურულ ქილაში და 3 თვე, ქილის გახსნის შემდეგ (როგორ უნდა შევინახოთ არაქისის კარაქი - ამ თემაზე შეგიძლიათ, ჩვენი ერთ-ერთი ბლოგი წაიკითხოთ).
მაინც, რატომ უყვართ და რატომ ყიდულობენ არაქისის კარაქს?
მიზეზი №1 — პროდუქტის მაღალი ენერგეტიკული ღირებულება
100 გრ. არაქისის კარაქის კალორიაა 582 კკალ.; იმისთვის, რომ დანაყრდეთ და ძალები მოიკრიბოთ, საკმარისია ერთი ბუტერბროდი არაქისის კარაქით. პროდუქტს მაღალი გაჯერების ინდექსი აქვს, რადგან დიდი რაოდენობის შეიცავს საკვებ ბოჭკოსა და ცილას. თუკი თქვენ წონას აკონტროლებთ ან წონის დაკლება გსურთ, დიეტოლოგების რეკომენდაციაა, რომ არაქისის კარაქი საუზმეზე მიირთვათ და დღის ულუფამ 30 გრ-ს არ გადააჭარბოს. სანაცვლოდ კი დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ.
მიზეზი №2 — თხილის გემო
ალბათ, იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, ვისაც თხილეული არ უყვარს. ნატურალურ არაქისის კარაქს კი სწორედ რომ მიწის თხილის გემო აქვს. მართალია, მწარმოებლები სხვადასხვა სახეობებს გვთავაზობენ — შოკოლადით, ცუკატებით, თაფლით და ა.შ., თუმცა თუკი ორგანიზმისთვის სარგებელზეა საუბარი, გირჩევთ, შეარჩიოთ სწორედ ნატურალური არაქისის კარაქი დანამატების გარეშე.
მიზეზი №3 — არაქისის კარაქი მდიდარია A, D, E, B1, B2, PP, E ვიტამინებით
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. თუკი არაქისის კარაქი ყოველდღე იქნება თქვენს რაციონში, ამით ამაღლდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი ნეგატიური გარეგანი ფაქტორიების მიმართ (ვირუსები, ბაქტერიები...) და გაძლიერდება სტრესის ამტანობა;
მიზეზი №4 — არაქისის კარაქი დადებითად მოქმედებს ნაწლავის პერისტალტიკაზე
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მიწის თხილის კარაქის სასარგებლო თვისებები გარკვეულწილად განპირობებულია ამ პროდუქტში დიდი რაოდენობით საჭმელი ბოჭკოსა და ცილების შემცველობით. სწორედ ამიტომ ის სასარგებლოა საჭმლის მონელების სისტემისთვის. არაქსის კარაქი განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეკრულობა აწუხებს;
მიზეზი №5 — არაქისის კარაქი საერთოდ არ შეიცავს ცუდ ქოლესტერინს
დიახ, მიწის თხილის კარაქში ცუდი ქოლესტერინის რაოდენობა 0 გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ მიწის თხილის კარაქის შემადგენლობაში, დაახლოებით, 50% ცხიმებია. სწორედ ამის დამსახურებით ეს პროდუქტი ენერგიის საუკეთესო წყაროა. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ, მაღალი ცხიმიანობის მიუხედავად, არაქისის
კარაქის რეგულარულად მოხმარება დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
ასევე, მცენარეულ ცხიმებს სასიკეთო გავლენა აქვს კუჭზე, ღვიძლზე და შარდის ბუშტზე. ამიტომ, არაქისი და არაქისის პასტა რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის აწუხებთ;
გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ მიწის თხილის კარაქი ასევე დადებითად მოქმედებს პოტენციაზე, მეხსიერებაზე, სმენაზე, ნერვულ სისტემაზე და ა.შ.;
მიზეზი №6 — არაქისის კარაქი ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ამინომჟავების და ანტიოქსიდანტების ოპტიმალურ ათვისებას
როგორც ცნობილია, სწორედ ამინომჟავები და ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. თუ გავიხსენებთ, რომ ექიმები სწორედ თავისუფალი რადიკალების მაღალ კონცენტრაციას ადანაშაულებენ მრავალი დაავადების განვითარებაში, უფრო ნათელი ხდება მიწის თხილის სასარგებლო თვისებები ორგანიზმისთვის.
სხვათა შორის, მიწის თხილის კარაქი პოლიფენოლებსაც შეიცავს, რომლებიც თავისი მოქმედებით ძალიან ჰგავს წითელი ღვინის ანტიოქსიდანტებს და მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს.
დასკვნის სახით:
რა თქმა უნდა, ბაზარზე წარმოდგენილი არაქისის კარაქის სახეობებიდან ყველა ერთნაირად სასარგებლო არ არის. ზოგიერთ მიწის თხილის კარაქს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, გემოსთვის შერეული აქვს შაქრის შემცველი სხვადასხვა პროდუქტი, ზოგი მწარმოებელი კი ისეთ დანამატებსაც იყენებს, რომლებიც შენახვისა და ვარგისობის ვადებს ზრდის.
ჩვენ მიერ ამ სტატიაში აღწერილი თვისებები კი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის არაქისის კარაქს აქვს — იმას, რომელიც ახალი დამზადებულია ნატურალური მიწის თხილით და ტრადიციული ტექნოლოგიით.
სწორედ ასეთი მაგალითია არაქისის კარაქი სნექი — პირველი ქართული არაქისის კარაქი სნექი წარმოებულია საუკეთესო ხარისხის არაქისის მარცვლებისგან და იდეალური პროდუქტია როგორც მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის საუზმეზე ბუტერბროდზე გადასასმელად, ასევე კულინარიაში — არაქისის კარაქით უგემრიელესი ბლინებისა და ნამცხვრების გამოცხობა და კიდევ ბევრი პიკანტური სოუსის მომზადება შეიძლება. თუკი დაინტერესდებით, შეგიძლიათ, სცადოთ სნექის რეცეპტები:
არაქისის კარაქი საუზმეზე — 6 სწრაფი რეცეპტი და არაქისის კარაქის სოუსის მომზადება სხვადასხვა კერძისთვის.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
კომენტარები