Skype-ით სასწრაფო დახმარებას უკვე კომპიუტერიდანაც გამოიძახებენ — ახალი ფუნქცია აშშ-ში
ახლახან Skype-მა განაცხადა, რომ 911-ზე კომპიუტერიდან დარეკვას მომხმარებლები უკვე აშშ-შიც შეძლებენ, პროგრამა კი, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების სერვისებს მათ ადგილმდებარეობას გაუზიარებს. ამგვარი შესაძლებლობა აქამდე მხოლოდ ავსტრალიაში, დანიაში, ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ჰქონდათ, ახლა კი რეგიონების ჩამონათვალს აშშ-ც მიემატა.
მართალია, Skype-ის ამ ნაბიჯს რამდენიმე შეზღუდვა აქვს, თუმცა, შესაძლოა, ფუნქცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გასაჭირში მყოფი პირებისთვის, რომელთაც მობილურთან ხელი არ მიუწვდებათ, თუმცა ინტერნეტთან კავშირი მაინც აქვთ.
ადგილმდებარეობის გაზიარების არჩევამდე "Notice & Disclosures" გაფრთხილებით Skype იტყობინება, რომ სერვისი ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის მსგავსად არ მუშაობს. აპლიკაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, თავიანთი საცხოვრებელი რეგიონის გარეთ ყოფნისას Skype-ით 911-ზე არ დარეკონ, რადგან შესაძლოა, ზარი შეცდომით გადამისამართდეს. დაზუსტებულია ისიც, რომ Skype-ის შეფერხების, ინტერნეტის პრობლემების ანდა რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში სერვისით ვერ ისარგებლებთ.
Skype 8.80-იდან 911-ზე დარეკვის გარდა, მომხმარებლები უკვე ხუთწუთიანი ხმოვანი შეტყობინებების დატოვებასაც შეძლებენ. საუბრისას შესაძლებელი იქნება მუქი ან ნათელი რეჟიმის არჩევა, ეკრანის გაზიარებისას კი და მასშტაბის შეცვლაც.
კომენტარები