Google Drive-ის ახალი ფუნქცია, რომელიც ძიებას ამარტივებს, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია
Google Drive-ის ახალი ფუნქციით, სახელად Search chips, რომელიც ციფრული საქაღალდეების ძიების პროცესს ამარტივებს, ამიერიდან ყველა მომხმარებელი ისარგებლებს. კომპანიამ მისი ბეტა ვერსია დასატესტად ნოემბერში გამოუშვა, ახლა კი ის ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
აღნიშნული სიახლე საშუალებას იძლევა, რომ საძიებო ველში საკვანძო სიტყვის ჩაწერის შემდეგ, შედეგები ადგილმდებარეობის, უკანასკნელი ცვლილების შეტანის თარიღის, დოკუმენტის ტიპის, ადამიანების, სახელწოდებისა და გაზიარების სტატუსის მიხედვით გავცხრილოთ. ეს ჩამონათვალი ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება, ხოლო თითოეულ მათგანზე დაკლიკების გზით სხვადასხვა მენიუ ჩამოიშლება.
აქამდე მსგავსი "ფილტრების" ბევრად ლიმიტირებული კოლექცია საძიებო ველში ჩაშენებულ, დამალულ პანელში იყო განთავსებული. მიღებული შედეგების თავზე მისი განლაგება კი ამ ფუნქციის მიკვლევასა და გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის. აღსანიშნავია, რომ იგივე ცვლილება Google-მა 2020 წელს ჯერ Gmail-ში შეიტანა.
კომენტარები