Microsoft Teams-ს ახალი 3D ემოჯები ემატება, აპლიკაციის დაახლოებით 1 800 სტიკერი კი ახალი დიზაინით ნაცვლდება. ისინი იმის ანალოგიურია, რაც კომპანიამ Windows-ისა და Teams-ისთვის გასულ წელს დააანონსა, მათი წინასწარ დათვალიერება კი პლატფორმაზე უკვე შეგიძლიათ.

მართალია, Microsoft Teams-ს 3D ემოჯები ემატება, თუმცა Windows 11-ზე კომპანიამ ჯერ მხოლოდ მათი 2D ვერსიები გამოუშვა. Microsoft-მა ახლახან ისიც მიგვანიშნა, რომ Windows-ისათვის 3D ემოჯებზე ჯერ კიდევ მუშაობს.

Microsoft Teams-ის ერთ-ერთი ინჟინრის თქმით, მომხმარებლები როგორც ძველი ემოჯების განახლებულ ვერსიებს, ასევე სრულებით ახალ სტიკერებსაც იხილავენ. ამასთანავე, ყოველი გამოსახულებისათვის, რომელზეც კანის ფერის შეცვლა შეგეძლოთ, 6 ფერი ისევ ხელმისაწვდომი იქნება.

ფოტო: Microsoft

ახალი 3D ემოჯები გამოჩნდება როგორც სასაუბროებსა და არხებში, ასევე სასაუბროების, არხებისა და შეხვედრების რეაქციებშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სტიკერისათვის ანიმაციებიც კია შექმნილი.

ახალ ემოჯებზე წვდომისათვის Microsoft Teams-ის პარამეტრებში შესვლა და წინასწარი დათვალიერების — Public Preview ვარიანტის ამორჩევა გმართებთ. შესაძლოა, IT ადმინებს ამ ფუნქციის დამატება დასჭირდეთ, თუმცა ამის შემდეგ Microsoft Teams-ში 3D ემოჯები Windows-ზე, macOS-ზე, iOS-ზე, Android-ზე, Linux-სა და მხარდაჭერის მქონე ყველა სხვა ბრაუზერზე გამოჩნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.