პანდემიის შემდეგ, Microsoft თებერვლის ბოლოს შტაბ-ბინების გახსნას აპირებს
Microsoft 28 თებერვალს ვაშინგტონის შტატში მდებარე ოფისების გახსნას გეგმავს. გასულ წელს ამასთან დაკავშირებით კომპანიის გეგმები არაერთხელ შეიცვალა, სექტემბერში კი გახსნა განუსაზღვრელი დროით გადავადდა. ამჯერად Microsoft კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს.
კინგის ოლქში ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევები კი თანდათან მცირდება. კრის კაპოსელას, Microsoft-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კომპანიას ნაწილობრივ სწორედ ეს აძლევს ზემოხსენებული ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ისინი თანამშრომლებს საშუალებას მისცემენ, 28 თებერვლიდან 30 დღის განმავლობაში რეჟიმი თანდათან შეცვალონ და თავიანთ მენეჯერებთან შეთანხმებულ სამუშაო პირობებთან ადაპტირდნენ.
Microsoft 28 თებერვალს სრულად გახსნის კალიფორნიაში მდებარე Bay Area ოფისებსაც, კაპოსელას ვარაუდით კი, მდგომარეობის შესაბამისად, აშშ-ში იმავე კიდევ არაერთ შტაბ-ბინას ელის.
კომენტარები