Instagram სთორების მოწონებას უკვე შეტყობინების გაგზავნის გარეშე შეძლებთ
Instagram-ს ახალი ფუნქცია Private Story Likes ემატება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მომხმარებლის სთორი შეტყობინების გაგზავნის გარეშე მოიწონოთ. აქამდე სთორიზე გამოხატული ნებისმიერი რეაქცია — სტიკერი იქნებოდა ეს თუ ტექსტური შეტყობინება — ადრესატთან პირადი მიმოწერის გრაფაში ჩნდებოდა.
"ახლა უკვე სთორების დათვალიერებისას შეტყობინების გასაგზავნი წარწერისა და ქაღალდის თვითმფრინავის შუაში გულის ხატულა დაგხვდებათ, მასზე დაჭერის შემთხვევაში კი მომხმარებელი მოწონებას მნახველთა გრაფაში დაინახავს და არა პირადი მიმოწერების ველში", — განაცხადა Instagram-ის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ.
ინსტარგამის სხვა შიგთავსისგან განსხვავებით, სთორებზე მოწონებათა ჯამური რაოდენობა არ გამოჩნდება. ამ შემთხვევაში, საჯარო რაოდენობის დანახვის ნაცვლად, მოწონებებს მნახველთა გრაფაში იხილავთ.
კომპანიის მიზანია, ადამიანებს ერთმანეთის მხარდაჭერა გაუმარტივოს, პირადი მიმოწერის გრაფა კი შედარებით გაასუფთაოს.
კომენტარები