SpaceX-მა დიუნის თემატიკის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც Starship-ის მომავალს გვიჩვენებს
გასულ კვირას SpaceX-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starship კოსმოსური ხომალდი, შესაძლოა, ორბიტაზე 2022 წლის მარტში გაეშვას. იქიდან გამომდინარე, რომ მასკი ადამიანების მარსზე გადასახლებისთვის იმედებს სწორედ Starship-ზე ამყარებს, ამ განცხადებამ დიდი ყურადღება მიიქცია.
SpaceX-მა დიუნის თემატიკის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც კოსმოსური ხომალდის მომავალს გვიჩვენებს.
ვიდეო დედამიწაზე, ჩვენი პლანეტის მომხიბვლელი კადრებით იწყება. შემდეგ იგი Starship-ის გაშვებას გვიჩვენებს, რომელიც კოსმოსისკენ მიემართება. საით გაუწევია? — რა თქმა უნდა მარსისკენ.
კოსმოსური ხომალდი წითელ პლანეტას მიაღწევს. მისი ხელუხლებელი სილამაზით მოგვრილი გაოცება დიდხანს არ გასტანს, რადგან მალე მარსზე ახალი კოსმოსური ხომალდები გამოჩნდებიან, რომელთა დაშვებაც "ვარსკვლავების ცვენას" მოგვაგონებს.
შემდეგ კადრებში ადამიანთა დასახლებებს ვხედავთ. ასტრონავტები მარსიანულ ქალაქებში ცხოვრობენ, რომლებიც სინათლით და, სავარაუდოდ, კაცობრიობის ახალი მომავლის იმედითაა სავსე. რა თქმა, უნდა, მარსის კოლონიზაცია იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ვიდეოშია ნაჩვენები და, შესაძლოა, ბევრი წარუმატებლობა და ადამიანური მსხვერპლიც კი მოყვეს.
და მაინც, სასიამოვნოა, თუნდაც ერთი წუთით დატკბე უსაზღვრო ოცნებით იმის შესახებ, თუ რას შეიძლება გვიმზადებდეს მომავალი.
კომენტარები