ბაზრის კოლაფსის ყურებისას შესაძლებელია, ინვესტორებმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. გავიხსენოთ 2020 წელი, როდესაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე S&P 500-ის ინდექსის ვარდნის დაძლევას მთელი ექვსი თვე დასჭირდა. ამის შემდეგ ინდექსმა მორიგი რეკორდულად მაღალი მონაცემები აჩვენა.

შესაძლებელია ითქვას, რომ 2022 წლის დასაწყისიც არ იყო ბაზრისთვის შესანიშნავი სტარტი. თუმცა, ინვესტირების პრინციპების მიხედვით, აქციების ყიდვისთვის შესაფერისი დროის ლოდინი არ ღირს. ბაზრის ექსპერტები თუნდაც მცირე თანხით, მაგრამ ინვესტირების რაც შეიძლება ადრე დაწყებას ურჩევენ.

ინვესტირების ეს სტრატეგია განსაკუთრებით მაშინ მუშაობს, როდესაც აქციების დიდი ხნით შენახვას აპირებ. თუ შენი საინვესტიციო სტრატეგია საპენსიო ასაკისთვის მზადებაზეა ორიენტირებული, ეს ორი ცხელ-ცხელი აქცია ხელიდან არ უნდა გაუშვა.

Nvidia (NASDAQ:NVDA)

ფოტო: Facebook

Nvidia-ს აქციები 2021 წელს 125%-ით გაიზარდა, თუმცა მიმდინარე წელს მის ფასიან ქაღალდებზე კლება შეინიშნება. ამის მიუხედავად, ექსპერტების შეფასებით, ინვესტორებმა კომპანიის აქციების შეძენა უნდა განიხილონ.

ამჟამად კომპანიის შემოსავლების ძირითადი ნაწილი სათამაშო ბიზნესზეა დამოკიდებული. გასული წლის მესამე კვარტლის შედეგებით, Nvidia-ს გაყიდვების 45% სათამაშო სექტორზე მოდიოდა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2025 წლისთვის მათი შემოსავლის დიდი ნაწილი ეგრეთ წოდებული მონაცემთა ცენტრების ბიზნესიდან იქნება, რაც ახლა განვითარების პროცესშია.

მონაცემთა ცენტრებიდან შემოსავლები მზარდია და ბოლო ერთ წელში 55%-ით არის მომატებული. გასული წლის მესამე კვარტალში ამ სექტორში გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $2,9 მილიარდს მიაღწია.

მხოლოდ ეს ორი სეგმენტიც კი საკმარისი იქნება, რომ კომპანიამ საკუთარი შემოსავლები გაზარდოს, თუმცა Nvidia-ს სხვა მიმართულებებით განვითარების პერსპექტივაც აქვს. მაგალითად, პროფესიონალური ვიზუალიზაციის სეგმენტი, რომელსაც პანდემიამ ბიძგი მისცა და ამით Nvidia-მაც იხეირა.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ უოლს სტრიტის შეფასებით, მომავალ რამდენიმე წელში კომპანიის შემოსავლები გასამმაგდება და $56 მილიარდს გადააჭარბებს, რაც Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციას რამდენიმე მილიარდ დოლარს კიდევ დაამატებს. არაერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი აქცია უნდა იყიდო და დაივიწყო, ვიდრე საპენსიო ასაკს არ მიაღწევ.

Affirm (NASDAQ:AFRM)

ფოტო: Facebook

იყიდე ახლა და გადაიხადე მოგვიანებით — საფინანსო სექტორში განვადება ყოველთვის ძალიან კარგად მუშაობს. უნდა ითქვას, რომ ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Affirm ერთ-ერთი ლიდერია ამ სფეროში.

Amazon-თან და Shopify-სთან თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობის არაერთ ფანჯარას ხსნის და კომპანიის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს. Amazon-ს მოჰყავს 200 მილიონი პოტენციური მომხმარებელი, ხოლო Shopify-ს 118 მილიონი.

გასული წლის სექტემბრის მონაცემებმა აჩვენა, რომ კომპანიის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა წლიურად გაორმაგდა და 8,7 მილიონს მიაღწია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Shopify-სა და Affirm-ის პარტნიორობა სათავეს 2020 წლის ივლისიდან იწყებს. კომპანიამ მხოლოდ ერთ წელში მომხმარებელთა რაოდენობა 6 500-დან 102 000-მდე გაზარდა — ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში მომხმარებელთა რიცხვი 15-ჯერ გაიზარდა.

Amazon-ი შედარებით ახალი პარტნიორია, თუმცა თუ მის ზომას გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ იქნება, თუ კომპანიების გარიგება ორივე მათგანისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება. ბუნებრივია, ამ საქმიანობას რისკებიც თან ახლავს, რადგან სექტორში კონკურენცია საკმაოდ მძლავრია. ამასთან, ბაზარიც დიდია, რაც კომპანიებს ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ Affirm-მა მიმდინარე წელი დანაკარგებით დაიწყო, კომპანია საკმაოდ მაღალ ღირებულებას ინარჩუნებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის კომპანიის შემოსავალი 10-ჯერ გაიზრდება და 3,5 მილიარდს მიაღწევს. ეგრეთ წოდებულ BNPL სექტორზე, რომელიც "იყიდე ახლა და გადაიხადე მოგვიანებით" პრინციპს გულისხმობს, ახალი რეგულაციები გავლენას მოახდენენ, თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კომპანიის აქციების ფასზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმის ექსპერტები საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარების რეკომენდაციას გასცემენ. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკში კონკრეტული აქციების სიის გაკეთებაც არის შესაძლებელი, რაც მათთვის თვალის დევნების საშუალებას მოგცემს — ეს აპლიკაცია აშშ-ის წამყვან კომპანიებში 1 დოლარიდან ინვესტირებას შესაძლებლობას იძლევა.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.