Nintendo Switch-ისთვის ახალ Wii Sports-ს გამოუშვებს
Nintendo რამდენიმე კლასიკურ Wii Sports-ის თამაშს თავის პლატფორმაზე ახალი სახელით აბრუნებს. ახალ თამაშს Nintendo Switch Sports ერქმევა და ის გააერთიანებს ჩოგბურთს, ბოულინგსა და ჩამბარას. ეს თამაშები Wii Sports-იდან უკვე ვიცით, გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვით, ნინტენდო სამ ახალ თამაშსაც დაამატებს. ესენი იქნება ფეხბურთი, ბადმინტონი და ხელბურთი.
Wii Sports-ის მსგავსად, რომელიც ჩვენი მოძრაობების აღსაქმელად, მაგალითად ჩოგბურთში Wii-ს მოძრაობის აღმქმელ ტექნოლოგიებს იყენებდა, Nintendo Switch Sports-იც Switch-ის Joy-Con კონტროლერის ტექნოლოგიას გამოიყენებს, რათა თამაში ჩვენივე ხელების მოძრაობით შევძლოთ.
Nintendo Switch Sports ოფიციალურად 29 აპრილს გაეშვება. 18-დან 20 თებერვლის ჩათვლით ნინტენდო თამაშს სატესტო ვერსიად გაუშვებს. მის ჩასართავად Nintendo Switch Online-ის გამომწერი უნდა იყოთ. ტესტირებისას ხელმისაწვდომი იქნება ბოულინგი, ჩამბარა და ჩოგბურთი. ტესტირების რეჟიმში, ნინტენდოს თქმით, მატჩები შემთხვევითობის პრინციპით გაიმართება და კონკრეტულად ჩვენს მეგობრებთან თამაშს ვერ შევძლებთ, თუმცა ეს ასე 29 აპრილამდე იქნება.
Nintendo-მ თამაშისთვის უკვე განახლებებიც დააანონსა, რომლებიც 2022 წლის მიწურულს გახდება ხელმისაწვდომი. ზაფხულის განახლება ფეხზე დამაგრებული სენსორით ფეხბურთის თამაშის საშუალებას მოგვცემს. სენსორის მისაღებად Nintendo Switch Sports-ის ფიზიკური ვერსიის ყიდვა მოგვიწევს. შემოდგომის განახლებაზე კი Switch Sports-ს გოლფიც დაემატება.
კომენტარები