მეცნიერებმა გამოავლინეს 4 ფერი, რომელიც კოღოებისთვის "უხილავს" გვხდის
ახალი კვლევა კოღოებისგან დაცვის ახალ მეთოდს გვთავაზობს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გაარკვია, რომ კოღოები, როგორც წესი, მიფრინავენ კონკრეტული ფერებისკენ, როგორიცაა წითელი, ნარინჯისფერი, შავი და ცისფერი. ეს მას შემდეგ, რაც ჩვენს სუნთქვას გრძნობენ. და რაც მთავარია, კოღოები ხშირად უგულებელყოფენ ფერებს, როგორიცაა მწვანე, მეწამული, ლურჯი და თეთრი.
ეს აღმოჩენა დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ პოულობენ ისინი თავიანთ "მასპინძლებს", რადგან ადამიანის კანი კოღოებისთვის თვალებისთვის ძლიერ წითელ-ნარინჯისფერ სიგნალს ასხივებს.
ჯეფრი რიფელმა, UW-ის ბიოლოგიის პროფესორმა და კვლევის უფროსმა ავტორმა თქვა: "როგორც ჩანს, კოღოები იყენებენ სუნს, რათა გაარჩიონ ის, რაც ახლოსაა. ეს სურნელი ასტიმულირებს თვალებს კონკრეტული ფერების და სხვა ვიზუალური ნიმუშების სკანირებისთვის, რომლებიც ასოცირდება პოტენციურ მასპინძელთან."
კვლევის შედეგები, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა Nature Communications-ში, ცხადყოფს, როგორ მუშაობს კოღოს ყნოსვა, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს კოღო ვიზუალურ ნიშნებზე. იმის ცოდნა, თუ რომელი ფერები იზიდავს მშიერ კოღოებს და რომელი არა, შეიძლება დაგვეხმაროს უკეთესი რეპელანტების, ხაფანგებისა და სხვა მეთოდების შემუშავებაში კოღოებისგან თავის დასაცავად.
ჯეფრი რიფელის თქმით, არსებობს სამი ფაქტორი, რაც კოღოს ჩვენს ამოცნობაში ეხმარება, ესენია: სუნთქვა, ოფლი და კანის ტემპერატურა. ახლა კი მკვლევრებმა აღმოაჩინეს მეოთხე ფაქტორი: წითელი ფერი, რომელიც არა მხოლოდ თქვენს ტანსაცმელზეა, არამედ კანშიც გვხვდება.
"ჩვენს კანში კოღოსთვის მიმზიდველი ფერების გაფილტვრა ან სპეციალური ფერის ტანსაცმლის ტარება, კოღოებისგან დაგვიცავს", — ამბობენ მკვლევრები.
ჩვენდა სამწუხაროდ, ადამიანის კანი ასხივებს წითელ-ნარინჯისფერ ტალღის სიგნალებს. კოღოებისთვის ჩვენ ყველანი გემრიელობები ვართ. თუმცა, მსგავსი მიგნებები მნიშვნელოვანია. მკვლევრების თქმით, მომავალში ეცდებიან შეიმუშაონ მოწყობილობა, რომელსაც ფერების დარეგულირება შეეძლება. ეს ნამდვილად კარგი გამოსავალი იქნებოდა და ასე კოღოებისთვის სრულიად უხილავები გავხდებოდით.
კომენტარები