პირველი ელექტრო Batmobile კრიმინალთან საბრძოლველად მზადაა
DC-ს ფანები დამემოწმებიან, Batman-ის უდიდეს არსენალში უამრავ საინტერესო ნივთს შევხვდებით, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც მისი Batmobile გახლავთ.
ჰანოის არქიტექტურის უნივერსისტეტის 23 წლის კურსდამთავრებულმა, Nguyen Dac Chung-მა დიზაინერების, აქტიტექტორების, მექანიკოსებისა და ინჟინრების ჯგუფი შეკრიბა, რათა პირველი სრულად გამართული ელექტრო ბეტმობილი შეექმნა.
ავტომობილი რეალური Batmobile-ის ნახაზებზეა დაფუძნებული. აწყობა მეტალის ჩარჩოს შექმნით დაიწყო, შემდეგ კი მანქანის ტანისთვის შეჯავშნილი ნაწილები დამზადდა. ელექტრო ბეტმობილის შასი მეტალისა და ნახშირბოჭკოს შენადნობისგან დამზდდა. ავტომობილის ზოგი ნაწილი ხელნაკეთია, ზოგიც კი იდეალური სიზუსტისთვის 3D პრინტერზეა დაბეჭდილი. მიუხედავად მისი ვიზუალისა, ის მხოლოდ 600 კილოგრამს იწონის და ტრასებზე სწრაფად გადაადგილებაც შეუძლია.
შესაძლოა, ბეტმობილი ბრუტალურ მკვლელ მანქანას ჰგავს, თუმცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალტექნოლოგიური კომპონენტი მისი ელექტროძრავია, რომელსაც 104 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. Nguyen-მა ბეტმობილისთვის არც სხვა ფუნქციები დაიშურა. ავტომობილს 360 გრადუსიანი ხედვის კამერები აქვს. მისი ფორმიდან გამომდინარე ეს მნიშვნელოვანია. ბეტმობილს, რაღა თქმა უნდა, მეორე ადგილიც აქვს.
როგორც პირველი ელექტრო Batmobile, ის ამჟამად ვიეტნამში, Ho Chi Minh-ში მდებარე ავტო გალერეა VAN DARYL-შია მოთავსებული.
"მე სუპერგმირები ბავშვობიდან მიყვარდა, განსაკუთრებით კი ბეტმენი. მას შემდეგ, რაც წამოვიზარდე, მუდამ მქონდა ბეტმობილის აწყობის სურვილი", — ამბობს Nguyen.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები