კანადა IBM-ისგან თავის პირველ უნივერსალურ კვანტურ კომპიუტერს მიიღებს
კვანტური გამოთვლები ჯერაც იმდენად იშვიათი რამაა, რომ ქვეყანაში სისტემის დამონტაჟებაც კი დიდ მიღწევად ითვლება. კომპანია IBM-მა კანადის პროვინცია კვებეკთან პარტნიორობა გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მისთვის პირველ უნივერსალურ კვანტურ კომპიუტერს დაამონტაჟებენ.
5-წლიანი შეთანხმების ფარგლებში IBM კანადაში Quantum System One-ს დაამონტაჟებს. ეს კვებეკისა და IBM-ის Discovery Accelerator პროექტის ნაწილი იქნება, რომელიც მიზნად სამეცნიერო და კომერციულ გამოწვევებთან შეჭიდებას ისახავს.
ასევე იხილეთ: სუპერკომპიუტერმა 100 000 ახალი ვირუსი აღმოაჩინა — რას ნიშნავს ეს
IBM და კვებეკის მთავრობა ერთად მიკროელექტრონიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს. ისინი იმის დემონსტრირებასაც გეგმავენ, თუ როგორ შეუძლია კვანტურ და კლასიკურ კომპიუტერებს ერთობლივად მუშაობა სამეცნიერო გამოწვევების პირისპირ.
კომპანიას არ დაუზუსტებია, როდის დაამონტაჟებს კვანტურ კომპიუტერს, თუმცა ეს Quantum One-ის რიგით მეხუთე ინსტალაცია იქნება, რომელიც 2023 წლისთვის დაიგეგმა. მსგავსი პარტნიორობა გერმანიასთან, იაპონიასთან, სამხრეთ-კორეასა და აშშ-სთანაც გაფორმდა.
ქვეყნისათვის კვანტური გამოთვლები უცხო არ არის, თუმცა IBM-ის ეს ნაბიჯი მაინც მნიშვნელოვანია. იგი კანადას მეტად განზოგადებული სისტემით უზრუნველყოფს, რომელიც ჩვეულებრივი სუპერკომპიუტერებისათვის მოუხერხებელ პრობლემებს გადაჭრის. ეს ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებაში რევოლუციას ნამდვილად არ მოახდენს, თუმცა სარგებელს მაინც მოიტანს, სანამ კვანტური გამოთვლები ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.
კომენტარები