DevOps — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი IT მიმართულება
დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია IT ტექნოლოგიებია. ბაზარზე ყოველწლიურად ათასობით ახალი IT კომპანია თუ სტარტაპი ჩნდება და მათ სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული და პრესტიჟული მიმართულება ინფორმაციული სისტემების მართვა, იგივე DevOps-ია. შესაბამისად, ამ მიმართულებაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ბაზარზე ინფორმაციული სისტემების მართვის მცოდნე ადამიანების დეფიციტია.
ინფორმაციული სისტემების მართვა აერთიანებს კულტურულ ფილოსოფიას, პრაქტიკებსა და ხელსაწყოებს, რომლებიც ორგანიზაციას ტექნოლოგიებისა და სერვისების სწრაფად დანერგვასა და პრაქტიკაში დაფუძნებაში ეხმარება. ტრადიციული software დეველოპმენტისა და ინფრასტრუქტურული მენეჯმენტისგან განსხვავებით, DevOps ბევრად უფრო მოქნილია, ეს კი კომპანიებს საშუალებას აძლევს მოემსახურონ თავიანთ მომხმარებლებს უფრო ეფექტურად და სწრაფად.
DevOps განსაკუთრებით პოპულარული უკანასკნელ ათწლეულში გახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფორმაციული სისტემების მართვის სპეციალისტების საშუალო წლიური ხელფასი უკვე $130 000-ს აღწევს. საქართველოში ინფორმაციული სისტემების მართვის მიმართულებით კადრების პოვნა რთულია, შესაბამისად, როგორც ვახსენეთ, ამ პროფესიის მქონე ადამიანებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.
DevOps მსოფლიოს უნივერსიტეტებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. მისი სწავლა საქართველოში კი მხოლოდ BTU-ს სამაგისტრო პროგრამაზეა შესაძლებელი.
რას ისწავლით BTU-ს სამაგისტრო პროგრამაზე
პროგრამის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია და მისი გამარტივება, ასევე სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ Amazon Web Service-ის საერთაშორისო სერტიფიკატი. პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნისა და აქტუალური უნარების მქონე საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი.
DevOps თავის თავში ბევრ მიმართულებას აერთიანებს. მას გარკვეული მიდგომები Agile სისტემიდანაც აქვს აღებული. ამ მხრივ BTU-ს სამაგისტრო პროგრამა ძალიან მოქნილია და ფაქტობრივად, იმ ყველა ძირითადად საგანს მოიცავს, რაც ინფორმაციული სისტემების მართვის სრულფასოვან სპეციალისტს სჭირდება.
კურსის განმავლობაში მაგისტრანტები გაივლიან ლინუქსის გაღრმავებულ კურსს, შეისწავლიან Amazon Web Service-ის ღრუბლოვანი სისტემის მართვას და Agile სისტემით ტექნოლოგიურ პროექტებზე გუნდურ მუშაობას. ამასთანავე, გაივლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების საერთაშორისო სტანდარტებით მართვის (ITIL) პროგრამას.
სამაგისტრო სისტემა მოიცავს Python-ის მეშვეობით ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაციასა და ავტომატიზებული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც.
ამ ყველაფერთან ერთად, BTU-ს სამაგისტრო პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის დამატებითი შეთავაზებებიც აქვს — თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ტექნოლოგიური ლაბორატორიებით, საერთო სამუშაო სივრცეებითა და დასაქმების პროგრამებით.
საქართველოში IT მიმართულებით ძალიან ცოტა სამაგისტრო პროგრამაა, ინფორმაციული სისტემების მართვა — Devops კი ნამდვილად გამორჩეულია როგორც ქვეყანაში, ისე მთლიანად — რეგიონში.
• ინფორმაციული სისტემების მართვა — DevOps სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებითაა შესაძლებელი.
• მისანიჭებელი აკადემიური კვალიფიკაციაა — ინფორმაციული სისტემების მაგისტრი
• პროგრამის საფასურია 2950 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს.
კომენტარები