მასშტაბური კვლევის მიხედვით, D ვიტამინი ავტოიმუნური დაავადების პრევენციას ახდენს
D ვიტამინის ყოველდღიურ დანამატს ავტოიმუნური დაავადებების გავრცელების 22 პროცენტით შემცირება შეუძლია — ამაზე ახალი და მასშტაბური კვლევა მეტყველებს.
ვიტამინი D ბუნებრივად გამომუშავდება ორგანიზმში მზის ზემოქმედების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფატის დონის რეგულირებაა, რაც მას ნომინალურად ძვლებსა და კბილებს ერთგვარ ვიტამინად აქცევს, მიიჩნევა, რომ მას სასარგებლო გავლენა იმუნურ სისტემაზეც აქვს.
მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ D ვიტამინის დანამატები შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის. თუმცა, ამ ორს შორის მიზეზობრივი კავშირი აქამდე არასოდეს ყოფილა დადგენილი.
"ცხოველებზე კვლევით ვიცით, რომ D ვიტამინი იმუნურ სისტემაზე კარგად მოქმედებს. თუმცა, აქამდე არ იყო დამტკიცებული, რომ D ვიტამინი ავტოიმუნური დაავადებების პრევენციას ახდენს", — ამის შესახებ New Scientist-ს უფროსმა მკვლევარმა კარენ კოსტენბადერმა განუცხადა.
დიდ და გრძელვადიან კვლევაში ბრიგჰემისა და ქალთა საავადმყოფოს მკვლევრებმა ორი დანამატი გამოიკვლიეს, რათა გაეგოთ თუ რამდენად შეუძლიათ მათ ავტოიმუნური დაავადებების პრევენცია, საუბარია ვიტამინი D-ზე და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებზე.
კვლევაში დაახლოებით 26 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან ყველა 50 წელზე უფროსი იყო. მოხალისეებს ნაწილს ვიტამინი D და ომეგა 3 დაენიშნათ, ნაწილი კი პლაცებოს იღებდა.
პლაცებოსთან შედარებით ავტოიმუნური დაავადებების პრევენცია მოხდა იმ მოხალისეებში, რომლებიც ომეგა 3-ს იღებდნენ. თუმცა, ეს შედეგი არ იყო ისეთივე ეფექტიანი, როგორც D ვიტამინის შემთხვევაში.
ეფექტი კიდევ უფრო გამოჩნდა პირველი ორი წლის შემდეგ, გაიზარდა რა 22 პროცენტიდან 39 პროცენტამდე.
მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ნამდვილად იმედის მომცემია, მკვლევრებმა იციან, რომ ჯერ კიდევ მეტი სამუშაოა შესასრულებელი. მათ ახლა სურთ კვლევა უფრო ახალგაზრდებში ჩაატარონ.
"ავტოიმუნური დაავადებები ხშირია ხანდაზმულებში და უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. აქამდე ჩვენ არ გვქონდა მათი პრევენციის დადასტურებული გზა და ახლა, პირველად გვაქვს. ახლა გასარკვევია თუ რა ეფექტი აქვს ამას ახალგაზრდებში", — თქვა კვლევის ავტორმა ჯილ ჰანმა.
კომენტარები