ამიერიდან, Messenger შეგატყობინებთ, თუ თქვენს დაშიფრულ მიმოწერას დასქრინავენ
Messenger-ის "საიდუმლო მიმოწერა" კიდევ უფრო საიდუმლო გახდა.
Facebook Messenger-მა დიდი ხანია დაშიფრული ჩატის ფუნქციია — Secret conversation შემოგვთავაზა (2016 წლიდან). როგორც Meta გვპირდება, ამ ფუნქიის გამოყენებით ჩვენი მიმოწერა სხვა ადამიანთან დაშიფრულია და მასზე წვდომა არავის აქვს. გარდა ამისა, ამ ტიპის ჩატში გაქრობადი წერილების გაგზავნაც შეგვიძლია. ამიერიდან კი, თუ თქვენი ამგვარი მიმოწერისას მეორე მხარე სქრინს გადაიღებს, Messenger ამას შეგატყობინებთ. ამის შესახებ Meta-ს დამფუძნებლის — მარკ ცუკერბერგის პოსტიდან ვიგებთ.
გარდა ამისა, განახლების თანახმად, Secret conversation-ს დაემატება GIF-ების, სტიკერებისა და რეაქციების გაგზავნის ფუნქცია.
აღსანიშნავია, რომ დაშიფრული მიმოწერისას სქრინის გადაღებას აქამდე Instagram-ის Vanish mode-იც გვატყობინებდა. უცნობია, გაააქტიურებს თუ არა Facebook ამ ფუნქციონალს ჩვეულებრივი, არადაშიფრული ჩატების შემთხვევაშიც. თუმცა, Messenger-ისა თუ Instagram-ის ყველა ჩატის დაშიფვრის შესაძლებლობას სოციალური მედიის გიგანტი უკვე განიხილავს. სავარაუდოდ, ეს 2023 წლამდე არ მოხდება.
კომენტარები