მეცნიერები თაგვებზე ადამიანის თმას ზრდიან, რომ მელოტებს გადაუნერგონ
მელოტების სურვილების დასაკმაყოფილებლად, მეცნიერები თაგვებზე ადამიანის თმას ზრდიან. ერნესტო ლუჯანმა, ბიოლოგმა და სამედიცინო სტარტაპ dNovo-ს დამფუძნებელმა MIT Technology Review-ს განუცხადა, რომ მისმა კომპანიამ წარმატებით გადანერგა ადამიანის თმის ღეროვანი უჯრედები თაგვზე.
ლუჯანის თქმით, მის სტარტაპს შეუძლია შექმნას ფოლიკულის წარმომქმნელი ღეროვანი უჯრედები სხვა უჯრედების გენეტიკური მოდიფიკაციის გზით, როგორიცაა კანის უჯრედები. მან უთხრა MIT Tech-ს, რომ ეს ტექნიკა შეიძლება გამოიყენონ "თმის ცვენის ძირითადი მიზეზის" სამკურნალოდ.
dNovo იმ სტარტაპების სიაშია, რომლებიც ცდილობენ თმის ცვენის "განკურნებას" ღეროვანი უჯრედებით. თუმცა, ეს მარტივი არ არის და ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო.
შესაბამისად, ტექნოლოგიის ყოველდღიურ ხმარებაში გამოჩენა ალბათ ჯერ კიდევ შორს არის.
"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი მომსახურება ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, ფრთხილად იყავით და თავი არავის მოატყუებინოთ", — ამბობს პოლ კნოპფლერი, ღეროვანი უჯრედების მკვლევარი.
კომენტარები