მფრინავი მანქანა რომელსაც პილოტის ლიცენზია არ სჭირდება — გაიცანით შვედური სტარტაპი
შვედურმა სტარტაპმა, Jetson-მა მფრინავი მანქანა შექმნა, რომლის სამართავადაც პილოტის ლიცენზია საჭირო არ არის.
Jetson ONE კომპაქტური, ფუტურისტული ვიზუალის მქონე მფრინავი მანქანაა. მას 8 ელექტრო ძრავი აქვს და ჯამში ისინი 102 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. ამით Jetson ONE-ს 100კმ/სთ სიჩქარის მიღწევა შეუძლია.
შვედეთის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის წესების თანახმად, პილოტის ლიცენზია საჭირო არ არის, როდესაც საფრენი აპარატი 115 კილოგრამზე ნაკლებს იწონის და მისი მაქსიმალური სიჩქარე 101კმ/სთ-ს არ აღემატება. შესაბამისად, Jetson-ის მართვას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია Jetson-ის დამფუძნებლებმა, Peter Ternström-მა და Tomasz Patan-მა CNET-თან საუბრისას გაავრცელეს.
მფრინავი ავტომობილი ალუმინისა და ნახშირბოჭკოსაგანაა დამზადებული. მას სამართავად სამ ღერძიანი ჯოისტიკი აქვს და ერთი დამუხტვით 20 წუთი ფრენა შეუძლია. მისი დაპროექტებისას უსაფრთხოების ზომებიც გაითვალისწინეს. Jetson-ს ბალისტიკური პარაშუტი, ავარიული მართვის სისტემა და ერთი ძრავის გაფუჭების შემთხვევაში ფრენის გაგრძელების სისტემაც აქვს.
Ternström-მა და Patan-მა ჯეტსონზე მუშაობა 2018 წელს დაიწყეს. მათ 163 წინასწარი შეკვეთა უკვე მიიღეს.
Jetson ამჟამად შეკვეთებს კიდევ იღებს, მფრინავი ავტომობილების მიწოდება 2023 წელს დაიწყება. თუ მის შეძენას გადაწყვეტთ, 92 000 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ეს ნამდვილად დიდი ფულია, თუმცა როგორც ხედავთ ყიდვის მსურველთა რაოდენობა დიდია.
Jetson ONE თქვენთან დანაწევრებულ მდგომარეობაში მოვა და მისი აწყობა ჩვენ გვევალება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მის ასაწყობად რაიმე დამატებითი ხელსაწყო საჭირო არ არის და კონსტრუქცია ძალიან მარტივია.
კომენტარები