OnePlus 10 Pro წლის პირველი ფლაგმანური სმარტფონი იქნება
თუ გსურთ, რომ ტრენდს მიჰყვეთ და უახლესი გაჯეტები გქონდეთ, მაშინ გეტყვით, რომ 2022 წლის პირველი ფლაგმანური სმარტფონი რომლის შეძენასაც შეძლებთ, OnePlus 10 Pro იქნება.
სმარტფონის გამოსვლას დღეს, ოთხ იანვარს ველოდით, თუმცა OnePlus-მა გამოსვლის თარიღი მცირედით გადადო და დღეს სმარტფონის ტიზერი ვიხილეთ. გაყიდვაში მისი ჩაშვება 11 იანვრიდან იგეგმება.
OnePlus-მა სმარტფონის დეტალები არ გაგვანდო, თუმცა ცნობილია, რომ ის 6.7 ინჩიან Super AMOLED, მაღალი განახლების სიხშირისა და 1440p გარჩევადობის მქონე ეკრანს და Qualcomm-ის უახლეს Snapdragon 8 Gen 1 პროცესორს მიიღებს. ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეკრანი LTPO 2.0 ტექნოლოგიით დამზადდება, რაც კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო გამოსახულებას მოგვცემს.
OnePlus-ის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან დიზაინის შესახებ კარგი წარმოდგენა გვექმნება. როგორც ფოტოებზე ჩანს, სმარტფონი ოთხმაგი კამერის მოდულს მიიღებს, თუმცა მათი შესაძლებლობების შესახებ არაფერი ვიცით.
მიუხედავად ამისა, გავრცელებელი ინფორმაციით, სმარტფონი Snapdragon 8 Gen 1 პროცესორის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს და ის დამუხტვას სადენის შემთხვევაში 80W-ით შეძლებს, უსადენოდ კი 50W-ით, ამასთანავე სავარაუდოა, რომ OnePlus 10 Pro-ს ოთხმაგი კამერიდან ერთ-ერთი, მთავარი კამერა 50 მეგაპიქსელიანი იქნება.
კომენტარები