RADIOSHACK უფროსი თაობისთვის კრიპტოვალუტას ქმნის
ონლაინ გაშვების შემდეგ, RadioShack-ს ახალი კრიპტოვალუტის გახსნა სურს მომხმარებლებისთვის, რომლებიც, კომპანიის სიტყვებით, საშუალოდ 68 წლის არიან.
"The Shack"-მა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ ქმნის ახალ დეცენტრალიზებულ ფინანსურ (DeFi) კრიპტოვალუტას სახელწოდებით RADIO. ეს თავისივე სახელწოდების შეკვეცით ხდება. ისინი ამბობენ, რომ ახალი კრიპტო „სახალხო“ და უფროსი თაობისთის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება. ეს კი კრიპტოს მეინსტრიმს გახდის.
"მხოლოდ RadioShack-ს შეუძლია გადალახოს ის უფსკრული, რაც უფროს თაობასა და კრიპტოვალუტების შორისაა. აქამდე კრიპტოვალუტის მწარმოებლები ფოკუსირებული იყვნენ სპეკულაციებზე, რაც ძველ თაობას თავს კომფორტულად არ აგრძნობინებდა", — ამბობენ კომპანიაში.
რაც ხელს უშლის კრიპტოს ფართოდ მიმღებლობას და გამოყენებას, RadioShack-ის თანახმად, არის ის, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ენდობიან მას. ეს რეალობაა და სწორედ ამიტომ ტრადიციული ბიზნესის ტიპები კრიპტო სამყაროს სწორედ ამიტომ ერიდებიან.
"უფროსი თაობა არ ენდობა ბიტკოინს და ის ხშირად ახალგაზრდების საქმედ მიაჩნიათ", — ნათქვამია განცხადებაში.
RadioShack კი როგორც ჩანს მდიდარი მოხუცების ამ აქტივობაში ჩართვას ეცდება. ვნახოთ რა გამოუვათ.
კომენტარები