რედიტორებმა Google Maps-ზე ყველაზე ძლიერი ბომბდამშენი B-2 Spirit შენიშნეს
დღეს ადამიანები Google-ის მეშვეობით ყველაფერს ეძებენ და პოილობენ კიდეც. ძალიან ცოტაა ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში არ ხვდება ან შემთხვევით მაინც არ იჟონება. ერთ-ერთი ასეთი რამ სწორედ მაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობებია. მათ შესახებ ქვეყნები ინფორმაციას განსაკუთრებულად ინახავენ, რათა კონკურენტების ხელში არ აღმოჩნდეს.
ცივი ომის პერიოდში Northrop Grumman-მა ამერიკის საჰაერო ძალებისთვის სტელს ფუნქციებით აღჭურვილი, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ბომბდამშენი B-2 Spirit შექმნა.
თითოეული ასეთი ბომბდამშენის აწყობა ამერიკას 737 მილიონი დოლარი უჯდებოდა და ასეთი სულ 21 ეგზემპლარი არსებობს. B-2 ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური დანადგარია. ერთსაათიანი ფრენის შემდეგ ის 119 საათიან სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.
B-2 მისი სტელს ფუნქციებით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოწინააღმდეგის რადარები ვერ ამჩნევენ და მტრის საჰაერო სივრცეში ყოფნა შეუმჩნევლად შეუძლია.
თუმცა, რედიტის მომხმარებელთა თვალს არაფერი გამოეპარება. ერთ-ერთმა მომხმარებელმა B-2 Spirit პირდაპირ Google Maps-ზე იპოვა. ბომბდამშენი სატელიტმა დააფიქსირა.
თვითმფრინავი მისურიში მდებარე Whiteman Air Force-ის ბაზიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში აღმოაჩინეს. სწორედ ამ ბაზაზეა B-2 Spirit-ები განლაგებული და აქვე განთავსდება მომავლის B21-ებიც.
ფოტოზე ბომბდამშენი უცნაურ ფერებში ჩანს. ეს თითქოს მისი ფრენის სიჩქარის ბრალია — B-2 Spirit-ს ფრენა 628 მილი საათში სიჩქარით შეუძლია, რაც 1000კმ/სთ-ზე მეტია. თუმცა, ფოტოზე ასახული ფერები ამის ბრალი ნაკლებადაა. ბომბდამშენის კიდეებზე წითელ, მწვანე და ლურჯ ფერებს იმიტომ ვხედავთ, რომ სატელიტები სინათლის ტალღების სიგრძეს ზომავენ და კადრი სწორედ მათი გაერთიანებით იქმნება.
კომენტარები