Minecraft-ის მოთამაშემ შექმნა 8-ბიტიანი პროცესორი ვიდეო თამაშის შიგნით. PCWorld-ის ინფორმაციით, ეს "შთამბეჭდავი დემოა".

"ოსტატი", რომელსაც სახელად სამიური ჰქვია, შვიდი თვის მანძილზე ამუშავებდა პროცესორს. მან თავის ქმნილებას Chungus 2 უწოდა.

თუ ვირტუალური პროცესორის მასშტაბებს რეალურ სამყაროში გადმოვიტანთ, 20 სართულიანი შენობის სიმაღლის იქნება. მისი ერთი ჰერცის საათის სიჩქარისა და 256 ბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების წყალობით, პროცესორს შეუძლია გაუშვას მარტივი თამაშები, როგორიცაა Snake ან Tetris 32×32 ეკრანზე. ღილაკების გამოსაყენებლად, Minecraft-ის ავატარი ბლოკის ზომის ღილაკებზე იხტუნავებს, როგორც ეს YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.

დაჩქარება

ეს ძალიან კარგი დემონსტრირებაა იმისა, თუ რა არის შესაძლებელი Minecraft-ის შიგნით. თუმცა, ერთი ჰერცი დიდი სისწრაფე არაა.

"ალბათ შეიძლებოდა ვიდეოში აღწერა უფრო ნათელი ყოფილიყო, მაგრამ პროგრამის დაჩქარებული ტემპით შესრულება მომიწია. მიუხედავად იმისა, რომ 1Hz ნამდვილად სწრაფია [Minecraft] პროცესორისთვის, ის ვერ არ არის ისეთი სწრაფი, როგორც ვიდეოდან ჩანს", — აღნიშნა სამიურიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულზე მეტი ხნის წინ ამოქმედდა, Minecraft-მა დაამტკიცა, რომ აქვს წარმოუდგენელი გამძლეობა. ეს განსაკუთრებით პანდემიის ჩაკეტვების დროს გამოჩნდა, როდესაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიეძალა ვირტუალურ რეალობას.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.