ილონ მასკმა მომავლის პროფესიებზე ისაუბრა და ისინი ახალგაზრდებს ურჩია
ილონ მასკი ცნობილია თავისი პროგნოზებით, რომლებიც მომავალსა და ტექნოლოგიებს ეხება. ის ხშირად საუბრობს მისი კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის როლების შესახებაც. მილიარდერს აქვს ძალიან მყარი მოსაზრებები და არ ეშინია მათი გამოხატვის ინტერვიუებში, კონფერენციებსა და სოციალურ ქსელებშიც კი. ამჯერად მან ისაუბრა იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ხელოვნური ინტელექტი მომავლის სამუშაოებზე და ახსენა პროფესიები, რომლებიც ძალიან მოთხოვნადი იქნება.
"ხელოვნური ინტელექტი სამუშაოებს შეცვლის", — თქვა მასკმა ხუთშაბათს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე.
ღონისძიებაზე მასკს ჰკითხეს, შეუქმნის თუ არა საფრთხეს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს პროფესიებს.
მასკის თქმით, ახალი ტექნოლოგიების განვითარება ყოველთვის აქრობდა ძველს პროფესიებს, მაგრამ ასევე ქმნიდა ახალ მოთხოვნილებებს. მთავარია როგორ მოვერგებით მათ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანას შეუძლია შეასრულოს სამუშაო, რომელსაც ოდესღაც ადამიანი აკეთებდა, ახლა ეს მოითხოვს ვინმეს, რომელიც თავად მანქანას გააკონტროლებს.
მასკმა აღნიშნა, რომ დღეს მოთხოვნადია ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ განავითარონ ხელოვნური ინტელექტი. თუმცა, დადგება მომენტი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი შეძლებს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის დაწერას. მაშ რა სამუშაოებია უსაფრთხო?
მასკს მიაჩნია, რომ ყველა სექტორის წარმოება და განაწილება ტექნოლოგიების ხელშია. ამ ფუტურისტულ საზოგადოებაში კი საჭირო იქნება ადამიანური ურთიერთქმედება.
"თუ თქვენ მუშაობთ ისეთ რამეზე, რომელიც მოიცავს ადამიანებს და ინჟინერიას, ეს ალბათ ყველაზე კარგი რამ არის თქვენი მომავლისთვის", — თქვა მასკმა.
მასკმა ინტერაქტიულ ტექნოლოგიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროსთან ერთად ისინი სულ უფრო მოთხოვნადი გახდება
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები