Netflix-მა გეიმინგ სამყაროში შემობიჯების შესახებ გარკვეული პერიოდი წინ გვამცნო. ნეტფლიქსი თავის მილიარდობით დოლარიან სტრიმინგ პლატფორმაზე თამაშების დამატებას დიდი ხანი გეგმავდა, თუმცა როდის გამოჩნდებოდნენ ისინი უშუალოდ Netflix-ის აპლიკაციაში, დროის საკითხი იყო და ეს დღეც დადაგა.

მომხარებლებს დასაწყისისთვის 5 თამაშზე ექნებათ წვდომა — Stranger Things: 1984, Stranger Things 3: The Game, Shooting Hoops, Card Blast, და Teeter Up.

დღეიდან Netflix-ის თამაშების გადმოწერა Google Play Store-დან იქნება შესაძლებელი, თუმცა მათ ჩასართავად ნეტფლიქსის ყოველთვიური გამოწერა დაგჭირდებათ. 3 ნოემბრიდან თამაშები პირდაპირ Netflix-ის აპლიკაციაშივე გამოჩნდება. სმარტფონის აპლიკაციაში Netflix Games გამოყოფილ სვეტს მიიღებს.

ჯერ თამაშების არჩევანი ძალიან მწირია, თუმცა Netflix-მა დეველოპერული სტუდია Oxenfree შეიძინა, ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ახალ ფლატფორმაზე სულ მალე უფრო მეტ და სერიოზულ თამაშებსაც ვიხილავთ.

Netflix ამ ფუნქციას დიდი ხანი ტესტავდა. ტესტირება თავდაპირველად ევროპაში, პოლონეთში, ესპანეთსა და იტალიაში მიმდინარეობდა.

ამჟამად Netflix Gaming-ის გამოყენება მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლებს შეუძლიათ, თუმცა ნეტფლიქსი გვპირდება, რომ თამაშები მალე iOS-ზეც გამოჩნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე