მალაიზიაში მსოფლიოში პირველი უნისექსი პრეზერვატივი შექმნეს
მალაიზიელმა გინეკოლოგმა მსოფლიოში პირველი უნისექსი პრეზერვატივი შექმნა, რომლის გამოყენბა ქალსაც და კაცსაც შეუძლია. ახალი პრეზერვატივის შემქმნელს მიაჩნია, რომ მისი გამოგონება ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაში რევოლუციას მოახდენს, რაც ბევრად უფრო მოქნილ კონტრაცეპტივებს გულისხმობს.
Wondaleaf Uni Condom — შედგება გამჭვირვალე ფენისგან, რომელიც შეგიძლიათ მოახვიოთ პენისს, ან მოათავსოთ საშოში. მას სპეციფიური წებოვანი კონსტიტენცია აქვს, რითაც ფიქსირდება ორგანოზე.
"ეს ფაქტობრივად ჩვეულებრივი პრეზერვატივია წებოვანი საფარით, ერთი განსხვავებით, მისი გამოყენება შეუძლია ყველას", — უთხრა როიტერსს დოქტორმა ჩო ტანგ ინგ ჩინმა, Twin Catalyst-ის გინეკოლოგმა და Wondaleaf Unisex Condom-ის გამომგონებელმა.
ეს ახალი პრეზერვატივი დამზადებულია პოლიურეთანისგან, რაც ნიშნავს რომ ის უსაფრთხოა ლატექსის ალერგიის მქონე ადამიანებისთვის, გარდა ამისა, არ აქვს რეზინის სუნი. ჯგუფი ასევე აქტიურად მუშაობდა, რათა მასალა რაც შეიძლება თხელი ყოფილიყო — საუბარია სულ რაღაც 0,03 მილიმეტრის სისქეზე — მგრძნობელობის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.
ამასთან, შემქმნელები ამბობენ, რომ პრეზერვატივის კანისგან მოშორებაც საკმაოდ მარტივია და ზედმეტი დისკომფორტი არ მოჰყვება. ახალმა პრეზერვატივმა გაიარა რამდენიმე მცირე კლინიკური კვლევაც, რომლებმაც აჩვენეს, რომ როგორც კაცებმა, ასევე ქალებმა ის კომფორტულად მიიჩნიეს. კვლევებში ისიც იყო აღნიშნული, რომ წყვილების უმრავლესობამ ახალი დაცვითი საშუალება მოიწონა და აღნიშნეს, რომ ქალის სტანდარტულ პრეზერვატივებს ახალი საშუალება ბევრად სჯობდა.
ამ მომენტისთვის პრეზერვატივების შეძენა და გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ მალაიზიაში, რადგან პროდუქტს სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლის შემოწმება აქვს გასავლელი. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში მათი პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდება საერთაშორისო ბაზარზე.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები