ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ქვევარიანტი ვრცელდება, რომელიც შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო კორონავირუსის დელტა ვარიანტის ახალი მუტაციის შესახებ იტყობინება, რომელიც დიდ ბრიტანეთში იკრებს ძალებს. მას სპეციალისტები თვალყურს ადევნებენ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ის მეტად გადამდები და მომაკვდინებელია.
აღნიშნულ ქვევარიანტს "Delta+" უწოდეს, თუმცა მისი ოფიციალური სახელი AY.4.2 გახლავთ. ის გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირებული ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 6 პროცენტზეა პასუხისმგებელი.
იმის მიუხედავად, რომ მსგავსი ცვლილება ვირუსს ადამიანის ორგანიზმის მიმართ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს და აძლიერებს, ექსპერტების აზრით, დღესდღეობით გამოყენებადი ვაქცინები მის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება.
AY.4.2 ამჟმად დიდ ბრიტანეთში ყველაზე გავრცელებული დელტა ვარიანტის, იგივე AY.4-ის ქვესახეა. მის შესახებ ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, მაგრამ შემთხვევების მატებასთან ერთად, მონაცემები დღითიდღე იზრდება.
Delta+ ვირუსის ზედაპირის ცილოვანი შვერილების, პეპლომერების 2 მუტაციით ხასიათდება, ესენია Y145H და A222V. ამის მეშვეობით პათოგენს ორგანიზმში შეღწევა უადვილდება, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს რეგიონზე, რომლითაც ინფექციური ნაწილაკები სხეულის უჯრედებს ეკრობიან.
აღსანიშნავია, რომ Y145H და A222V კორონავირუსის სხვა არცერთ მსგავს ქვევარაინტშია აღმოჩნელი. მეცნიერთა განცხადებით, AY.4.2 შესაძლოა, დაახლოებით 10 პროცენტით უფრო გადამდები იყოს, მაგრამ დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვის ზრდაში წვლილი არ მიუძღვის.
კომენტარები