NASA-ს სკანდალში გახვეული ჯეიმს ვების ტელესკოპი გამშვებ პუნქტში მიიტანეს
ათწლეულების განმავლობაში მუშაობისა და რამდენჯერმე გადადების შემდეგ, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი საბოლოოდ გასაშვებად მზადაა.
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) დაადასტურა, რომ გიგანტური კოსმოსური ტელესკოპი სამხრეთ ამერიკაში, საფრანგეთის გუიანაში ჩაიტანა. ეს ტერიტორია საფრანგეთს ეკუთვნის. გამშვები პუნქტი ეკვატორთან ახლოსაა, რაც ESA-ს Ariane 5 რაკეტას გაფრენაში დაეხმარება. რაკეტის გაშვება დეკემბერშია დაგეგმილი, მანამდე მცირე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.
ტელესკოპის გადაადგილება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. NASA-ს მისი გადატანა გემით, კალიფორნიიდან პანამის სრუტემდე მოუწია. უსაფრთხოების მიზნით ტრანსპორტირების გეგმები გასაიდუმლოებული იყო.
"ვების ტელესკოპი ინტერნაციონალურობისა და კოოპერაციის იდეალური მაგალითია." — განაცხადა ESA-ს დირექტორმა, დანიელ ნეუნშვანდერმა.
ჯეიმს ვების ტელესკოპი ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა. 1 200-ზე მეტი მკვლევარი და NASA-ს თანამშრომელი ტელესკოპის სახელის შეცვლას მოითხოვს. NASA-ს ყოფილ მმართველს ჰომოფობიაში ადანაშაულებენ.
კომენტარები