"შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება" — რა სტატიებით გაიმარჯვეს CENN-ის კონკურსში
აგვისტოში CENN-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის სტატიების კონკურსი — "შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება" გამოაცხადა.
კონკურსის თემას გარემოს პლასტმასით დაბინძურება და პლასტმასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა, მისი მთავარი მიზანი კი საზოგადოებაში პლასტმასის უარყოფით თვისებებზე, ამ ნივთიერების მოხმარების შემცირების გზებსა და, ზოგადად, პლასტმასით დაბინძურების პრობლემებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო.
დაჯილდოება 6 ოქტომბერს გაიმართა და ჟიურიმ 14 ფინალისტიდან სამი გამარჯვებული გამოავლინა:
I ადგილი — თეა თოფურია, რადიო თავისუფლება — იფ, რა გემრიელია! - როგორ ვჭამთ ყოველ კვირა ერთ პლასტიკურ ბარათს
II ადგილი — ანანო მჭედლიშვილი, NEXT.On.ge — როგორ აზიანებს პლასტმასი გარემოს და რატომ არ არის გადამუშავება პასუხი პრობლემაზე
III ადგილი — ქეითი რუთ დეივისი, Georgia Today — Here’s Why You Should Say No to Plastic (and How)
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს CENN-ისგან Zoommer-ის 1 500 ლარიანი, 1 200 ლარიანი და 900 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ შესაბამისად.
კონკურსის პარტნიორის, Toyota Caucasus-ის რჩეული ჩვენი (NEXT.On.ge-ის) ჟურნალისტი, ანანო მჭედლიშვილი გახდა ყველაზე კრეატიული ნამუშევრისთვის, რომელიც სტრატეგიულ და გრძელვადიან ხედვას ასახავს და ჯილდოდ 2 000 ლარი მიიღო.
კონკურსის პარტნიორს წარმოადგენდა ასევე Gulf Georgia, რომელმაც პირად გამოცდილებაზე/აქტივობაზე დაფუძნებული ყველაზე კრეატიული ნამუშევრისთვის თეა თოფურია 2 000 ლარით დააჯილდოვა.
მესამე ადგილთან ერთად, ქეითი რუთ დეივისს კარფურის რჩეულის ტიტულიც და პრიზიც ერგო.
National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორის ნათია ხულუზაურის რჩეული ავტორი გირჩი TV-ის ჟურნალისტი, მათე მაყაშვილი გახდა, რომელმაც კონკურსში მონაწილეობა შემდეგი ორი ბლოგით მიიღო:
CENN-ის პროექტის — ტყის რესურსების მდგრადი მართვა სოფლად განვითარებისთვის რჩეული ავტორი თამარ აბრამიშვილი გახდა, რომელმაც კონკურსზე Instagram ბლოგი და TikTok ვლოგი წარმოადგინა.
კონკურსის ფარგლებში 50 ნამუშევარი შეიქმნა, 30 მონაწილიდან კი დიდ ნაწილს სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა.
კომენტარები