Magic Leap-მა ახალი AR სათვალის გამოსაშვებად 500 მილიონი დოლარი შეაგროვა
Magic Leap-მა შემოწირულობებით 500 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო და ახლა კომპანია ახალი გაფართოებული რეალობის სათვალის გამოსაშვებად ემზადება. სათვალეს Magic Leap 2 ერქმევა და როგორც კომპანიის მიერ ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ის ხელმისაწვდომი მომავალ წელს გახდება.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეგი ჯონსონმა განცხადებაში აღნიშნა, რომ "Megic Leap-ს ექნება დიდი ფინანსური მხარდაჭერა, რაც მათ საშუალებას მისცემს იმოქმედონ უფრო თავისუფლად და გაიზარდონ იმ ტრაექტორიით, როგორც მათ სურთ, ეს კი კომპანიას ინდუსტრიის მოწინავედ აქცევს". პეგიმ ახალი მოწყობილობა ორშაბათს, CNBC-ის ეთერით გვიჩვენა.
Magic Leap-მა არსებობა მისტიურ AR კომპანიად ათი წლის წინ დაიწყო. კომპანიამ თითქმის 3 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო, რათა თავიანთი სათვალეები უბრალო მომხმარებლებამდე მიეტანა, თუმცა 2020 წელს დაწყებული პანდემიის გამო მათი საქმე უკან წავიდა და 1 000 თანამშრომლის გათავისუფლება მოუწიათ. მაშინ ვრცელდებოდა ხმები, რომ Magic Leap სამომხმარებლო ბაზარს დატოვებდა. თანადამფუძნებელმა და იმ დროისთვის აღმასრულებელმა დირექტორმა, რონი აბოვიცმა კომპანია 2020 წლის ივლისში დატოვა და ის პეგი ჯონსონმა ჩაანაცვლა.
აპრილში ჯონსონმა განაცხადა, რომ Magic Leap-ის მეორე თაობის სათვალეები, რომლებიც 20% უფრო მსუბუქი იქნება და ბევრად უკეთეს ხედვის კუთხეს მიიღებს, 2021 წლის დასასრულისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. ორშაბათს გაკეთებული განცხადება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ Magic Leap 2 ინდუსტრიის ყველაზე პატარა და მსუბუქი სათვალე იქნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები