Facebook-ის ციფრული პროდუქტები — WhatsApp, Instagram და Messenger გლობალურად გათიშულია. თვითონ ფეისბუქის აპლიკაციის გამოყენებასაც ბევრი ვერავინ ახერხებს. შეფერხება უკვე საათებია გრძელდება. გათიშვის მიზეზებთან დაკავშირებით ტექნოლოგიურ გიგანტს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, ერთადერთი, რაც ფეისბუქისგან ამ საკითხზე გავიგეთ, ბოდიშია, რომელიც კომპანიამ კონკურენტი სოციალური ქსელის დახმარებით გაავრცელა (რადგან როგორც უკვე ვთქვით, ფეისბუქი არ მუშაობს).