თბილისში NASA-ს ჰაკათონი იწყება — რეგისტრაცია უკვე შეგიძლიათ
2-3 ოქტომბერს საქართველოში NASA Space Apps Challenge 2021 გაიმართება. NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, NASA-მ Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ NASA Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ეს ვრცელდება თბილისზეც.
NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს ორგანიზებულია Startup Büro-ს და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ.ჰაკათონის პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, Fennec Tech Studio, NEXT.On.ge და Google Developers Group (GDG) Tbilisi.
ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს იდეა, ცოდნა, უნარები და სწრაფვა. მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად და არა ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს. მიუხედავად იმისა, ჯგუფი როდის შეიქმნება, Space Apps-ის დაწყებამდე მონაწილეებს არ აქვთ პროექტებზე მუშაობის დაწყების უფლება. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად ინგლისურის ცოდნა აუცილებელია, მით უფრო მაშინ, როცა ცნობილია, რომ თუ თქვენი პროექტი გაიმარჯვებს, მას Global Awards–ზე წარადგენენ.
NASA Space Apps Challenge-ის წლევანდელი გამოწვევები 11 კატეგორიაში ერთიანდება. ესენია:
- Artificial Intelligence/Machine Learning
- Data Organization
- Apps
- Games
- Hardware
- Science Applications
- Knowledge
- Moon
- Risk
- Space Travel
- Youth-friendly
უფრო დეტალურად, გამოწვევების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
ჰაკათონზე რეგისტრაცია სრულდება 29 სექტემბერს, 23:59 საათზე. რეგისტრაცია კი შემდეგ ბმულზე, ასევე, NASA Space Apps-ის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.
კომენტარები