გერმანელმა მკლევრებმა Tesla Model Y წყალბადზე მომუშავე მანქანად გადააკეთეს
ოთხშაბათს, გერმანიის განათლებისა და კვლევის მინისტრმა, ანია კარლიჩეკმა ახალი ფრანკენშტაინი — წყალბადზე მომუშავე Tesla Model Y წარადგინა. მანქანის გადაკეთებაზე გერმანელი მეცნიერები მუშაობდნენ და მინისტრმა მას "ჰიპერ ჰიბრიდი" უწოდა.
ამ ყველაფრის მიზანი სუფთა, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტის დემონსტრირება იყო. თუმცა, ცოტათი უცნაური და გაურკვეველია, რატომ მოინდომეს გერმანელებმა ყველაზე ცნობილი ელექტრომობილის და არა რაიმე შიგაწვისძრავიანი ავტომობილის წყალბადურად გადაკეთება.
ასევე, უცნობია, იყო თუ არა Tesla მანქანის გადაკეთების პროცესში ჩართული. მოდიფიკაციის შემდეგ მანქანა სინთეტიკურ მეთანოლზე მუშაობა. Teslarati-ს ინფორმაციით, მანქანის შექმნაზე 10 მილიონი ევრო დაიხარჯა. სავარაუდოდ ეს ილონ მასკს არ მოეწონებოდა — მას წყალბადზე მომუშავე მანქანები არ ხიბლავს.
გასულ წელს, წყალბადური ავტომობილების მწარმოებელ Nikola Motors-თან საჯარო დაპირისპირებისას მასკმა წყალბადურ ტექნოლოგიას "განსაკუთრებულად სულელური" უწოდა.
გერმანელებმა Tesla-ს "ჰიპერ ჰიბრიდი" კონცეპტად შექმნეს. ის ქუჩებში გასასვლელად მზად არ არის. ამით მათ სურდათ იმის დემონსტრირება, რომ ქუჩების გამონაბოლქვისგან დასაცლელად მრავალი ტექნოლოგიის გამოყენებაა შესაძლებელი.
"ჩვენ შევქმენით ხიდი ორ წერტილს შორის. ამით ჩვენ ვუპოვეთ გამოყენება მეთანოლს და მას საგზაო ტრანსპორტის საწვავად გამოვიყენებთ" — განაცხადა ანია კარლიჩეკმა.
კომენტარები