ირანელი ბირთვული მეცნიერი, მოჰშენ ფაკჰრიზადეჰი შარშან, ნოემბერში მოკლეს. მაშინ, ირანული საგამოძიებო უწყებების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ბევრს სასაცილოდ არ ეყო და გარკვეული ეჭვები აღძრა. თუმცა, სულ ახლახანს New York Times-მა საქმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა და როგორც ჩანს, ირანული გამოძიების ვერსია, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა.

ირანელმა გამომძიებლებმა მოჰშენის სიკვდილის რამდენიმე ვერსია განიხილეს, მათ შორის იყო შეირაღებული თავდასხმის, აფეთქებისა და ხელოვნური ინტელექტის ვერსიაც კი. თითქმის ერთი თვის შემდეგ, Open Source Inteligence-მა (OSINT), ანალიტიკოსების ჯგუფმა, გაგვიზიარა მოდელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ გასროლილი ტყვიები ერთი იარაღიდან იყო ნასროლი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოჰშენი მოკვლის პროცესში ცოლთან ერთად მოგზაურობდა და ის მანქანაში გვერდითა სავარძელზე იჯდა. თავდასხმის შედეგად ცოლი არც კი დაშავებულა, რაც ზრდიდა იმის შანსს, რომ გასროლა ზეზუსტი დანადგარიდან განხორციელდა და სავარაუდოდ ის არც ადამიანს გაუსვრია.

ეს ინფორმაცია NYT-მ ირანის, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან საუბრით დაადასტურა. თავდასხმა სწორედ ამერიკის დაგეგმილი იყო. როგორც ირკვევა, მოჰშენი ისრაელის სამიზნე აქამდეც გამხდარა, თუმცა მან თავის დაძვრენა არაერთხელ მოახერხა. თუმცა, ამერიკის უმაღლესი პირების ჩარევით, ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტომ, მოსადმა სპეცოპერაცია დისტანციურად მართვადი იარაღის გამოყენებით დაგეგმა და სისრულეშიც მოიყვანა.