მეცნიერებმა შექმნეს ჰოლოგრამა, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ
მკვლევარებმა შეიმუშავეს ჰოლოგრამა, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ და შეიგრძნოთ. კი, ეს ნამდვილად Star Trek-ის სიუჟეტს ჰგავს.
გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ჰოლოგრამის სისტემა, რომელიც იყენებს ჰაერის ეფექტს. სწორედ ეს ფენომენი აჩენს ჰოლოგრამაზე შეხების ეფექტს.
პროექტზე მომუშავე მეცნიერის, რავინდერ დაჰაის თქმით, ეს სისტემა გაძლევთ საშუალებას შეიგრძნოთ ადამიანების თითები, ხელები და მაჯები. გუნდმა ნაშრომი და კვლევა Advanced Intelligent Systems-ში გამოაქვეყნა.
"დროთა განმავლობაში, ეს სისტემა შემუშავდება იმისთვის, რათა დისტანციური შეხვედრების დროს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა შევძლოთ. ეს კომუნიკაციას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს", — თქვა დაჰაიმ.
არანაირი ხელთათმანი, არანაირი პრობლემა
შეხების წინა სენსორული ჰოლოგრამებისგან განსხვავებით, ახალ სისტემას არ სჭირდება ხელის კონტროლერი ან ჭკვიანი ხელთათმანები. შეხების შეგრძნება სპეციალური ხელთათმანების გარეშეა შესაძლებელი. ამჯერად საქმეში ჰაერი ერთვება, რაც შეხების შეგრძნებას აჩენს.
მკვლევრებმა სისტემა კალათბურთის ინტერაქტიული პროექციით გამოსცადეს, რომელიც წარმატებული გამოდგა.
"სისტემამ საშუალება მოგვცა შევიგრძნოთ ბურთის მომრგვალებული ფორმა. კვლევის დროს ჩვენ შევძელით და შევეხეთ მას ისე, თითქოს ის რეალური იყო", — ამბობენ მკვლევრები.
რეალური ვირტუალური სამყარო
სისტემა ამ დროისთვის ჯერ პროტოტიპის დონეზეა, თუმცა მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დროსთან ერთად მას საგრძნობლად დახვეწენ. ასეთი დახვეწილი ტექნოლოგიები კი ვირტუალურ რეალობას კიდევ უფრო დამაჯერებელს გახდის.
მკვლევრების თქმით, სისტემა საბოლოოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ვიდეო თამაშების ახალ ეტაპზე ასაყვანად, ისევე როგორც, ის დაეხმარება ექიმებს უკეთ უმკურნალონ პაციენტებს დისტანციურად, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ექიმი თუ მისი პაციენტი.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები