გაფართოებული რეალობის ეს ფილტრი ადამიანს ჩონჩხად აქცევს
გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო იხვეწება. ამის საუკეთესო მაგალითი TikTok-ისა და Snapchat-ის დამოუკიდებელი დეველოპერები არიან, რომლებიც საუცხოო ფილტრებს ქმნიან.
მაგალითად ეს Snapchat-ის ერთ-ერთი ფილტრია, რომელიც დეველოპერმა Kavin Kumar-მა შექმნა. ფილტრი ადამიანს არც მეტი არც ნაკლები ჩონჩხად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჩონჩხის თავის ქალა არც თუ ისე ხარისხიანად გამოიყურება, საუცხოოა თუ როგორ გარდაქმნის ადამიანის კანს ფილტრი ძვლებად, როდესაც ბიჭი მაისურს იწევს.
სოფთვეარი ავტომატურად ხვდება, როდესაც ადამიანი მაისურს იწევს და მუცელსა და ნეკნებს ძვლებად უსწრაფესად გარდაქმნის. ფილტრები ვირტუალური ტანსაცმლებისთვისა და სხეულის ტრანსფორმაციისათვის უკვე გასაოცარ შედეგებს აღწევს.
Kumar-ის მიერ შექმნილი ფილტრის გამოყენება აქედან შეგიძლიათ.
კომენტარები