SpaceX-ის რაკეტამ — Falcon 9, ჩვენი დროით 07:55-ზე, Starlink-ის სატელიტები კალიფორნიიდან, ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან ორბიტაზე გაუშვა. ამ ფრენის ყურება ლაივში იყო შესაძლებელი და ჩვენ ვიდეო ჩანაწერს გთავაზობთ.

Falcon 9-ისა და სტარლინკის 51 სატელიტის გაშვება 07:55-ზე იყო დაგეგმილი. ეს SpaceX-ის პირველი მისიაა, რომელიც ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან გაეშვა. ჯამში ეს სტარლინკის სატელიტების ოცდამეცხრე გაშვებაა. SpaceX-ის ლაივი გაშვებამდე 15 წუთით ადრე, 07:40-ზე დაიწყო.

Falcon 9-ის ბუსტერი ამჯერადაც უკან დაბრუნდა და ეს მისი მეათე ფრენა აღმოჩნდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გამშვები წყნარ ოკეანეში, SpaceX-ის მოცურავე გემზე დაჯდა. ამ განსაცვიფრებელი კადრების ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.