მოტოციკლის ვიბრაციები iPhone-ის კამერას აფუჭებს — Apple-ის განცხადება
Apple’s Support-ის ფორუმზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, iPhone-ის კამერებზე მაღალი-ამპლიტუდის ვიბრაციები დამაზიანებლად მოქმედებს. მაგალითად, "მოტიკლების მაღალი სიმძლავრის ძრავების მიერ გამოყოფილი ვიბრაციების" მსგავს რხევებს შეუძლია iPhone-ების კამერების დეგრადაცია გამოიწვიოს. კომპანია რეკომენდაციას უწევს მოერიდოთ სმარტფონის ქონას მოტოციკლის ტარებისას.
"თუ კამერას შემთხვევით გაარხევთ, იმ დროს, როცა ფოტოს იღებთ, შედეგად გაბლარულ გამოსახულებას მიიღებთ. ამის თავიდან ასარიდებლად iPhone-ის მოდელებს აქვს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS). ეს უკანასკნელი საშუალებას გაძლევთ სუფთა გამოსახულება გადაიღოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადაღების მომენტში სმარტფონს შემთხვევით გაამოძრავებთ. OIS-ის დახმარებით, კამერის გიროსკოპი გრძნობს, რომ კამერა გაირხა. ხოლო იმისათვის, რომ ფოტოს გათხაპვნა იქნას თავიდან არიდებული, კამერის ლინზა გიროსკოპის კუთხის მიხედვით მოძრაობს.
ასევე, ზოგ iPhone-ს აქვს დახურული-მარყუჟის ავტოფოკუსი (AF), რომელიც გრავიტაციის ეფექტსა და ვიბრაციას უდგება წინ, იმისათვის, რომ მკვეთრი ფოკუსი უზრუნველყოს გამოსახულებებში, ვიდეოებსა და პანორამებში. AF-ის მაგნიტური სენსორები ზომავენ გრავიტაციას და ვიბრაციის ეფექტებს, რითაც საზღვრავენ ლინზის პოზიციას, ასე რომ, რხევების კომპენსირებისთვის შესაბამისი მოძრაობა მაღალი სიზუსტით იგეგმება.
OIS და closed-loop AF სისტემები შექმნილია გამძლეობისთვის. თუმცა, როგორც ბევრი სამომხმარებლო ელექტრონიკის შემთხვევაში ხდება, რომლებიც OIS-ის მსგავს სისტემებს იყენებენ, ხანგრძლივმა პირდაპირმა ზემოქმედებამ მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციების სახით, გარკვეული სიხშირის დიაპაზონში, შეიძლება ამ სისტემების პერფორმანსის დაქვეითება გამოიწვიონ და საბოლოო ჯამში, მიგვიყვანოს გაუარესებულ გამოსახულების ხარისხთან, ვიდეოებისა თუ ფოტოების შემთხვევაში. ამიტომ, მიზანშეწონილია აარიდოთ თქვენი iPhone მაღალი ამპლიტუდის ვიბრაციებს", — ნათქვამია Apple-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მოდელებს — iPhone 6s, iPhone 6s Plus და მწარმოებლის მიერ გამოშვებული ყველა მოდელს, რომელიც iPhone 7-ის შემდეგ გამოვიდა, აქვს ორივე სისტემა (OIS და AF). აღსანიშნავია, რომ ეს სისტემები მაგნიტური ჩარევების მხრივაც მოწყვლადია.
დამატებით, Apple აცხადებს, რომ თუ აპირებთ თქვენი iPhone-ის სკუტერზე ან მოპედზე დამონტაჟებას, სასურველია გამოიყენოთ ვიბრაციის შემამცირებელი სამაგრი, რათა შეამციროთ ტელეფონის და მისი კამერის სისტემის რისკი.
კომენტარები