რუსული Soyuz რაკეტა ორბიტაზე საიდუმლო სამხედრო ტვირთს აგზავნის
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიხედვით ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გასული კვირის ხუთშაბათს ორბიტაზე Soyuz რაკეტით საიდუმლო სამხედრო ტვირთი გაუშვა.
როგორც TASS იუწყება, ხომალდი 9 სექტემბერს, მოსკოვის დროით საღამოს 10:59 საათზე ჩრდილოეთ რუსეთის პლესეცკ კოსმოდრომიდან აფრინდა.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, მსუბუქი კლასის Soyuz-2.1v მოწყობილობამ დანიშნულ დროს კოსმოსური ხომალდი გამოთვლილ ორბიტაზე წარმატებით გაუშვა", — წერია მაუწყებლის განცხადებაში.
Russian Space Web-ის მმართველმა ანატოლი ზაკმა ვებგვერდზე დაწერა, რომ 150 კილოგრამი წონის კოსმოსურ ხომალდი სახელად Kosmos-2551 ან EMKA, სამხედრო დაზვერვის მიზნებისთვის ახლო პოლარულ ორბიტაზე განთავსდება. ამ ორბიტის უპირატესობა ისაა, რომ აქედან ხშირად მთელი დედამიწის დანახვაა შესაძლებელი.
ჰარვარდ-სმიტსონიანის ცენტრის ასტროფიზიკოსის, ჯონათან მაქდოუელის ტვიტის მიხედვით, არსებობს ეჭვი რომ რუსეთმა ორბიტაზე პირველი Razbeg გადამღები სატელიტი გაუშვა.
მოსალოდნელია, რომ Kosmos-2551 დედამიწის დაბალ ორბიტაზე — 319-347 კილომეტრ სიმაღლეზე განთავსდება. შედარებისთვის, ISS-ის ორბიტა დედამიწის ეკვატორიდან დაახლოებით 450 კილომეტრითაა დაშორებული.
ზაკის თქმით, ეს EMKA-ის მეორე ხელოვნური თანამგზავრია. პირველი მათგანი — Kosmos-2525 2018 წლის 29 მარტს გაუშვეს და იგი დედამიწის ატმოსფეროში 2021 წლის 1 აპრილს შემოვიდა. შესაბამისად, ახალი გაშვების მიზანი, შესაძლოა, სწორედ აღნიშნული ხომალდის ჩანაცვლება იყოს.
კომენტარები