ნახეთ ვიდეო: ინჟინერმა სიმსივნიან მეგობარს ქიმიური ექსპერიმენტი მიუძღვნა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
მარკ რობერი ამერიკელი იუთუბერია, რომელიც პროფესიით ინჟინერია და 9 წლის განმავლობაში NASA-ში მუშაობდა. იგი საკუთარ არხზე არაერთ სახალისო დემონსტრაციას სთავაზობს მაყურებელს, ამჯერად კი ახალი, მეტად შთამბეჭდავი ექსპერიმენტის კადრები ჩაგვივარდა ხელთ.
საქმე იმაშია, რომ რობერმა მეცნიერების მოყვარულთა ყურადღება ახალი, მეტად გასაოცარი სიურპრიზ-წვეულებით მიიქცია, რომელიც სისხლის კიბოთი დაავადებულ მეგობარს, ბროდის მიუძღვნა. ბოლო ვიდეოში იგი გვიხსნის, თუ როგორ წარმოქმნა ყველაზე მაღალი "სპილოს კბილის პასტის" ვულკანი, რომლითაც მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მისი წინა რეკორდის დროს ბლანტმა ნივთიერებამ 18.2 მეტრ სიმაღლემდე ააღწია.
რობერმა ახალი ვულკანის შექმნას 12 თვე მოანდომა. წინა მცდელობისგან განსხვავებით, მან "ბომბ-გამძლე", 20 პროცენტით დიდი, ხუთტონიანი ფოლადის კოლბა ააგო, რის შედეგადაც მეცნიერის ჩანაფიქრი წარმატებით შესრულდა: მან წინა დემონსტრაცია გააუმჯობესა და "სპილოს კბილის პასტის" უმაღლესი ნაკადი წარმოქმნა, რომელიც საპნის, წყალბადის ზეჟანგისა და კალიუმის იოდიდის შერევით მიღებულ ქაფს წარმოადგენს.
ჰაერში ატყორცნილმა კაშკაშა მწვანე მასამ 76.2 მეტრამდე ააღწია.
კომენტარები