იაფეტი — გემოვანი პური ქართლში
გურიასა და სამეგრელოს შემდეგ გემოვანი პური ქართლში, კერძოდ დმანისში "იაფეტის" სახელით გამოცხვება.
"მზეთამზეს" მწარმოებელმა კომპანია გემოვანმა, რეგიონებში პურის წარმოება დეცენტრალიზებული მიდგომით, ადგილობრივი მიტოვებული ფურნეების გამოცოცხლების გზით დაიწყო. გემოვანი რეგიონულ ფურნეებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, რომ აღადგინონ ან გააგრძელონ საქმიანობა სასარგებლო პურის ცხობით, ბუნებრივი საფუარი — პურის დედით, ფქვილით — ხელოვნური მინარევების გარეშე და გემოვანის ცოდნითა და მხარდაჭერით.
გემოვანი პური "იაფეტის" გამოცხობის საქმეს დმანისში ლევან ნონიაშვილი უძღვება. პურის დედაზე დამზადებულ პურს ფურნეში ლევან ნონიაშვილი აქამდეც აცხობდა, თუმცა გადაწყვიტა, თავისი საქმიანობა გემოვანთან ერთად, "იაფეტის" ბრენდის ქვეშ გაეგრძელებინა, რადგან ამ გზით განვითარებისა და წარმოების გაფართოების მეტ შესაძლებლობას ხედავს.
"ამჟამად პურით ვამარაგებ ქალაქ დმანისს და რამდენიმე მახლობელ სოფელს, დაახლოებით 10-12 მაღაზიაა. ჩვენი პურით მარაგდებოდა, ასევე, ადგილობრივი საბავშვო ბაღები და სათნოების სახლები. პანდემიამდე ჩვენი ფურნის პური იყიდებოდა თბილისშიც, დავიწყეთ შესვლა ქსელურ მაღაზიებშიც, როგორებიცაა: გუდვილი, უნივერსამი, ზღაპარი, ფრესკო და სხვა. მოგვიანებით, რიგი მიზეზების გამო, მოგვიწია, შეგვემცირებინა წარმოება. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა ფქვილის ფასის მატება, რამაც გაგვირთულა საქმიანობა. ვფიქრობ, გემოვანთან დაპარტნიორებით და მათი ბრენდის ქვეშ საქმიანობით მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ, რომ არამხოლოდ დავიბრუნოთ ის ქსელი და რეალიზაციის ობიექტები, რომლებიც აქამდე გვქონდა, არამედ უფრო გავფართოვდეთ და წარმოებაც გავზარდოთ. ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის პურის დედაზე, ბუნებრივი ინგრედიენტებით გამომცხვარი ფურნის პურის მნიშვნელობა და გველოდება, როდის აღვადგენთ მიწოდებას", — ამბობს ლევანი.
პური "მზეთამზე" გემოვანის პირველი პროექტია, რომელიც პურის დედაზე ბუნებრივ საფუარზე მზადდება. რეგიონებში ადგილობრივი ფურნეებით გაფართოების პარალელურად, კომპანია გემოვანმა თბილისში პური "მზეთამზეს" წარმოება ახალ, უფრო მასშტაბურ საწარმოში გადაიტანა და უახლოეს მომავალში წარმადობის გაზრდასაც გეგმავს.
გემოვანი სინერჯის პორტფელური კომპანიაა.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
კომენტარები