ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს, თუ რომელ COVID-19-ის პაციენტს დასჭირდება სასუნთქი აპარატი
ამერიკელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს ონლაინ ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელიც დაეხმარება სამედიცინო პერსონალს სწრაფად განსაზღვროს, თუ რომელ Covid-19-ის პაციენტებს დასჭირდება სასუნთქი აპარატი. ინსტრუმენტი ამას პაციენტების კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალიზით ახდენს. 900-მდე პაციენტზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სიზუსტე 84 პროცენტია.
"ეს მნიშვნელოვანი ექიმებისთვის, რადგან ამით ისინი რესურსების გადანაწილებას უფრო მოქნილად შეძლებენ. ამასთან, ზუსტი რისკების ცოდნა თავად პაციენტებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასევე, ეს მნიშვნელოვანია საავადმყოფოებისთვის, რათა სასუნთქი აპარატების საჭიროების განსაზღვრა უფრო ზუსტად შეძლონ", — თქვა ანანტ მადაბჰუშიმ, Case Western Reserve-ის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
კორონავირუსის გართულებების ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია ჰაერის უკმარისობაა, რა დროსაც სასუნთქი აპარატებია საჭირო. სწორედ ამიტომ, სასუნთქი აპარატების მომარაგების პრობლემა ხშირად არის. ზოგჯერ ნაკლებობაა, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც საავადმოყოფოებში საჭიროზე მეტი ასეთი აპარატია.
მკვლევრების თქმით, ამ ყველაფრის შეუიარაღებული თვალით პროგნოზირება შეუძლებელია, კომპიუტერებს კი, მოწინავე ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოყენებით ამის შესაძლებლობა აქვთ.
"ეს ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს სამედიცინო მუშაკებს ადრე გამოიყენონ მედიკამენტები ან მიიღონ სპეციალური ზომები, რათა შეანელონ დაავადების პროგრესირება", — ამბობენ სისტემის შემქმნელები.
დასკვნები დეტალურად არის აღწერილი ჟურნალ IEEE of Biomedical and Health Informatics-ში.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები