Windows 11 ოფიციალურად 5 ოქტომბერს გამოვა
Microsoft-მა ოფიციალურად დააანონსა, რომ Windows 11 ხუთ ოქტომბერს გამოვა. ახალი ოპერაციული სისტემა Windows 10-ზე მომუშავე, თავსებადი მონაცემების მქონე კომპიუტერებზე ოფიციალური განახლების სახით მოვა.
Windows 11-ის უფასო განახლება 5 ოქტომბერს გაეშვება და როგორც სხვა განახლებები, ესეც ფაზების მიხედვით მივა მომხმარებლებთან. განახლებას პირველ რიგში ახალი, თავსებადი მონაცემების მქონე მოწყობილობები მიიღებენ, ხოლო მომდევნო კვირებში Windows 11-ს უკვე ძველი პროცესორების მქონე კომპიუტერებზეც ვიხილავთ.
Microsoft-ის Windows-ის მარკეტინგის გენერალური მენეჯერის, აარონ ვუდმენის თქმით, მათ სურთ, რომ გაითვალისწინონ Windows 10-ის გაშვებით მიღებული გამოცდილება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს განახლების ნელ-ნელა, თავიდან შედარებით ძლიერ და ახალ მოწყობილობებზე გაშვება.
"ჩვენ ველოდებით, რომ საბოლოოდ ყველა თავსებადი მოწყობილობა განახლებას 2022 წლის შუა ნაწილამდე მიიღებს" — ამბობს აარონ ვუდმენი
Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერები, მომხმარებლებს წინასწარ აცნობენ თუ როდის იქნება ახალი განახლება ხელმისაწვდომი. თუ თქვენ გსურთ შემოწმება, შეძლებს თუ არა თქვენი პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი განახლების მიღებას, მაშინ მის ნახვას Windows Update-ში ან Microsoft-ის აპლიკაციაში, PC Health Check-ში შეძლებთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები