სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს — ის უკვე 8 ქვეყანაში დაფიქსირდა
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ გამოავლინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც შემაშფოთებლად ბევრი მუტაცია აქვს.
ახალ ვარიანტს C.1.2. უწოდეს და ის პირველად მაისში, სამხრეთ აფრიკის პროვინციებში — მპუმალანგასა და გაუტენგში აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ის აფრიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტებზე, სამხრეთ აფრიკის გარდა, შვიდ სხვა ქვეყანაშიც იქნა შემჩნეული. ეს ქვეყნებია — დიდი ბრიტანეთი, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა, მავრიკიუსი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და შვეიცარია.
ვირუსის ეს მუტაციები "ასოცირებულია გაზრდილ გადამდებობასთან" და ასევე ვირუსის გაზრდილ უნართან, დაუსხლტეს ანტისხეულებს. "მნიშვნელოვანია გამოვყოთ ეს ხაზი, რომელიც წარმოდგენილია მუტაციების მრავალფეროვნებით", — ნათქვამია მეცნიერების განცხადებაში.
C.1.2. განვითარდა ვირუსის C.1. ვარიანტიდან, რომელიც დომინირებდა სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის პირველი ტალღის დროს, 2020 წლისთვის. ახალი შტამის შესახებ კვლევა კი სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს, პლატფორმაზე Krisp (KwaZulu-Natal Research Innovation and Sequencing Platform).
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა 2020-ში აღმოაჩინეს კორონავირუსის ბეტა ვარიანტიც, თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ შემდეგ გარემოებას — ის, რომ ახალი შტამების გამოვლენა სამხრეთ აფრიკაში ხდება მიანიშნებს ქვეყნის პოტენციალზე, ვირუსის გენომის გაშიფვრის კუთხით და არ ნიშნავს იმას, რომ ეს შტამები სამხრეთ აფრიკაში წარმოიშვა.
კომენტარები