შემდეგი პოდკასტი: ასტროფოტოგრაფია — როგორ დავინახოთ კოსმოსი
მე-19 საუკუნის ბოლოსკენ ასტრონომიას ციური სხეულების კვლევაში ფოტოგრაფიის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე შეემატა. ფოტოგრაფიამ დაგვანახა კოსმოსის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც აქამდე მხოლოდ მკვლევრები სწავლობდნენ.
ასტროფოტოგრაფიული ნამუშევრის შესრულება პირველად 1839 წელს ფრანგმა მეცნიერმა ლუი დაგერმა სცადა. მას მთვარის დაფიქსირება სურდა, თუმცა ნამუშევარზე დედამიწის თანამგზავრი ლაქად აისახა.
ფოტოტექნიკის დახვეწასთან ერთად ასტროფოტოგრაფია სულ უფრო ვითარდებოდა და ის სამეცნიერო დანიშნულებასთან ერთად, ხელოვნების დარგადაც იქცა.
დღეს უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული ასტროფოტოგრაფი არსებობს, ისინი კოსმოსის და ციური სხეულების უნიკალურ გამოსახულებებს ქმნიან. ისინი ადამიანებს — ჩვენ კოსმოსის დანახვაში გვეხმარებიან.
პოდკასტში დღევანდელი სტუმარი ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძეა — ვსაუბრობთ ასტროფოტოგრაფიაზე, მის როლზე მეცნიერებასა და ხელოვნებაში.
კომენტარები