ნახეთ: წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის წყალობით, იაპონიას ახალი კუნძული აქვს
იაპონიას 6 852 კუნძული აქვს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ახლა კი, მათი რიცხვი კიდევ ერთით გაიზარდა და ეს ყველაფერი წყალქვეშა ვულკანის ფუკუტოკუ-ოკანობას ამოფრქვევის წყალობით.
ახალი "ხმელეთი" მდებარეობს ტოკიოს სამხრეთით დაახლოებით 1200 კილომეტრში, კუნძულ ივო ჯიმასთან ახლოს. ის პირველად 13 აგვისტოს გამოჩნდა და რამდენიმე დღეში ოფიციალური აღიარებაც მოიპოვა.
იაპონიის სანაპირო დაცვა წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევას ზემოდან აკვირდებოდა. მათ განაცხადეს, რომ ორთქლისა და გაზის ნაკადები ცაში 15 კილომეტრზე მაღლა იწევდა. საბოლოოდ, სანაპირო დაცვამ შეძლო განესაზღვრა ახალი კუნძულის ფორმა.
ამ მომენტისთვის ახალი კუნძული ჯერ მხოლოდ "ბავშვია" — სულ რაღაც 1 კილომეტრის დიამეტრით. თუმცა, იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო მიიჩნევს, რომ ამოფრქვევა ჯერ კიდევ გრძელდება.
თუ ახლად წარმოქმნილი კუნძული დიდხანს შენარჩუნდება, ამას შეიძლება გეოპოლიტიკური შედეგებიც მოჰყვეს. არც ის არის გამორიცხული, რომ კუნძული მალევე გაქრეს, ამის მაგალითები თავად იაპონიას საკმარისად აქვს. 1904, 1914 და 1986 წლებში მსგავსად ჩამოყალიბებული კუნძულები მალევე გაუჩინარდა. მაგალითისთვის, ჩამოთვლილთაგან უახლესმა (1986 წელი) ტალღებისა და დინების ეროზიის გამო მხოლოდ ორი იარსება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მსგავსად ჩამოყალიბებული კუნძულები დიდხანს შენარჩუნდა.
მეცნიერების თქმით, ახალი კუნძულის მომავალი საბოლოოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რისგან შედგება ის. თუ კუნძული ნაცრისა და კლდის ფრაგმენტებისგან ჩამოყალიბდება, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოკეანეს თავისუფლად შეეწყოს. თუმცა, თუ, როგორც მეტეოროლოგიური სააგენტო მიიჩნევს, ვულკანური ამოფრქვევა გაგრძელდება, მაშინ მას შეუძლია წარმოქმნას ლავას საკმარისი ნაკადი, რათა შეიქმნას უფრო მუდმივი ხმელეთი.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები