Google აჰყვა თანამედროვე ტრენდს და როგორც ირკვევა, Pixel 5a იქნება ბოლო სმარტფონი, რომელსაც დამტენი ყუთშივე მოჰყვება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-ს შეძენის შემთხვევაში ყუთში დამტენს ვეღარ შეხვდებით.

კომპანიის თქმით, ადამიანების უმეტესობას USB-C დამტენები უკვე აქვთ, ამიტომ ახალი ადაპტერების ყუთშივე ჩადების საჭიროება აღარ არსებობს. ასეთივე არგუმენტებით ამოიღეს დამტენები Apple-მა და Samsung-მა. ეს ერთისმხრივ მართალია, მაგრამ მთავარი ბენეფიტი მაინც ხარჯების შემცირებაა.

ერთ-ერთი არგუმენტი ბუნების დაცვაა. კომპანიები თვლიან, რომ ამ გზით გარემოში ნაკლები საზიანო ნივთიერებები მოხდება, თუმცა ამის დამტკიცება საკმაოდ რთულია, რადგან ადამიანებს ახალი დამტენების შეძენა სხვა მწარმოებლებისგან მაინც მოუწევთ, რამაც, შესაძლოა, დანაგვიანების პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს.

ერთი რამ ცხადია — ისეთი გიგანტების ქცევა, როგორიც გუგლი, ეფლი და სამსუნგი არიან, სხვა, შედარებით პატარა კომპანიებისთვის წამახალისებელი იქნება და მსგავსი ნაბიჯის გადადგმას მათაც გაუადვილებთ. თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება შეგრძნება, რომ უდამტენო სმარტფონში ისევ იმდენ ფულს ვიხდით, რამდენსაც დამტენიანში გვახდევინებდნენ და ეს ალბათ მართალიც იქნება, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს დამტენებს, ის ახალი სმარტფონის შეძენის შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე